22:35 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-17 18:53:11, 369 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფინანსური დანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი, ელისო კილაძე დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას მიერ გამოცხადებული განაჩენის მიხედვით, კილაძეს პატიმრობასთან ერთად ჩამოერთვა ავტომობილი და 30 000 აშშ დოლარი. თავად მსჯავრდებული ჟურნალისტი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

"დახურეს პროცესი, იმიტომ რომ საზოგადოებას ვერ გაეგო ჩემი სიმართლე. მიუხედავად ასეთი იზოლაციისა, ხალხმა არ დაიჯერა რომ ქოლ-ცენტრების მხარდამჭერი ვიყავი და ფულს ვიღებდი. არ დაიჯერა, რომ ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრი ვარ (ფარცხალაძეს საერთოდ არ ვიცნობ), რომ ფულს მიხდიდნენ ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის და ჟურნალისტური გამოძიებებისთვის. [...]

თქვენო ღირსებავ, ეს დადგმული სცენარი არ ეხება ჩემი საქმიანობის შესწავლას, ქოლ-ცენტრებთან ჩემს კავშირს. ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და მისი ავტორი სუს-ის ყოფილი დირექტორი, მამუკა მდინარაძეა. სამწუხაროდ, მას მხარს დღემდე უმაგრებს თანაკურსელი და სიყრმის მეგობარი, გიორგი გვარაკიძე.

მიზანი მიღწეულია, რედაქცია დარბეული და დახურულია, რედაქტორი ციხეშია. თქვენი გამამტყუნებელი განაჩენი იქნება ხელისუფლების პასუხი ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაზე და ჩემი პოლიტიკური პატიმრობის დასტური. [...]

ბრალს არ ვაღიარებ, დამნაშავე არ ვარ, არ ვაპირებ თავისუფლება მოვიპოვო ან საპროცესო გარიგებით, ან სხვა პირების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების ხარჯზე. ჩემი ერთადერთი შეცდომა ისაა, რომ ცუდი ადამიანების მგელთმოშიშობის ვირწმუნე.

ჩვენ ვიბრძვით წყვდიადში, რათა ვემსახუროთ სინათლეს! და ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე! სიმართლე სინათლეა - ესაა ჩემი ბოლო სიტყვა!" - განაცხადა ელისო კილაძემ სასამართლოზე საბოლოო სიტყვაში. 

ელისო კილაძე 18 თებერვალს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით წარედგინა, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
შსს - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა , ერთ-ერთი ძალადობის ბრალდებით დაიჭირეს
ილონ მასკი ტრამპთან ერთად ჩინეთში Air Force One-ით გაემგზავრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics