22:34 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-17 11:16:01, 856 ნახვა

მსოფლიო
რესპუბლიკელები რუსეთთან საბრძოლველად 300 მილიონი დოლარის გამოყოფას ითხოვენ

აშშ-ის სენატის რესპუბლიკელებმა 2027 წელს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად 300 მილიონი დოლარის გამოყოფა შესთავაზეს, ნათქვამია ორშაბათს გამოქვეყნებულ 2027 ფისკალური წლის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების ასიგნებების კანონპროექტში.

„კანონპროექტის ძირითადი დებულებები მოიცავს: ... 300 მილიონი დოლარი რუსული გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყოფილი ფონდისთვის“, - ნათქვამია რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადი სენატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ დოკუმენტში.

გარდა ამისა, 45 მილიონი დოლარი შემოთავაზებულია ირანის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი მხარდაჭერის ფონდისთვის, ხოლო კიდევ 55 მილიონი დოლარი ირანში დემოკრატიისა და რეფორმების მხარდაჭერისთვის.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
შსს - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა , ერთ-ერთი ძალადობის ბრალდებით დაიჭირეს
ილონ მასკი ტრამპთან ერთად ჩინეთში Air Force One-ით გაემგზავრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics