03:52 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-13 14:34:34, 724 ნახვა

პოლიტიკა
40-მდე ქვეყანამ და საქართველომ ევროპული უსაფრთხოების დეკლარაციას მოაწერეს ხელი

დაახლოებით 40-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ევროპული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ დეკლარაციას მოაწერა ხელი.

ხელმომწერი სახელმწიფოები კიდევ ერთხელ ადასტურებენ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტში ხაზგასმულია უკრაინისთვის მყარი და სანდო უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის აუცილებლობა, რათა მომავალში ევროპაში აგრესიის განმეორება აღიკვეთოს.

დეკლარაციის თანახმად, რუსეთის ჰიბრიდული კამპანიები და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტების მცდელობები მხოლოდ გააძლიერებს სახელმწიფოების ერთგულებასა და მტკიცე გადაწყვეტილებას. ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზა თავად უკრაინასთან ერთად უნდა განისაზღვროს, ხოლო ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი ევროპელების მონაწილეობით უნდა გადაწყდეს. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია.

დეკლარაციას ხელს აწერენ: ალბანეთი, ანდორა, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics