|
2026-11-12 15:48:16, 398 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე მოსამართლე ვასილ როინიშვილს - თქვენც ბრძანდებოდით, ბატონო ვასილ, მათ შორის პროკურორის მოადგილე, პარტიული იყავით?
ოპოზიციური პარტიებისთვის დასმული პირველი საერთო კითხვა მმართველი პარტიისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გამიჯვნას შეეხებოდა. მოსამართლე ვასილ როინიშვილს აინტერესებდა, რა შემთხვევაში შეიძლება თანამდებობის პირების ქმედებებზე პასუხისმგებლობა პარტიას დაეკისროს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემ უპასუხა, რომ პარტიის აკრძალვის საკითხი მისი მიზნებიდან და მოქმედებებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მისი თქმით, სახელმწიფო თანამდებობის დაკავება პარტიულ საქმიანობას არ ნიშნავს და 2003–2012 წლებში თანამდებობის პირთა უმრავლესობა პარტიული ფუნქციონერი არ ყოფილა. „თქვენც ბრძანდებოდით, ბატონო ვასილ, მათ შორის პროკურორის მოადგილე, პარტიული იყავით?“ - მიმართა მან როინიშვილს. მოსამართლემ უპასუხა, რომ არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა და განმარტა, რომ პასუხისმგებლობის გამიჯვნის თეორიული კრიტერიუმები აინტერესებდა. ლევან ბეჟაშვილის თქმით, მოსარჩელე ერთმანეთთან აიგივებს სახელმწიფოსა და პარტიულ მმართველობას, ხოლო ხელისუფლების კრიტიკას სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებად წარმოაჩენს. „მმართველი პარტია არ არის სახელმწიფო, ისევე როგორც ოპოზიცია არ არის სახელმწიფოს მოწინააღმდეგე“, - თქვა მან. სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ იკითხა, რა შემთხვევაში შეიძლება პარტიას მმართველობის პერიოდში ჩადენილი დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს და რა იცვლება, თუ უკანონო ქმედებების სისტემურობა და სისტემატურობა დადასტურდება. ბეჟაშვილმა შესაძლო საფუძვლად კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ პარტიის აკრძალვის საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია ისიც, რა საფრთხე არსებობს დღეს. მისი თქმით, უნდა გაიმიჯნოს თანამდებობის პირთა ინდივიდუალური და პარტიის კოლექტიური პასუხისმგებლობა.
რას ურჩევს Mr. Nutrition მშობლებს ბავშვის კვებაზე - საქართველოს ბანკისა და Nutrition Academy of Georgia-ს თანამშრომლობით მშობლებისთვის შეხვედრა გაიმართება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე
ხვიჩა კვარაცხელია - მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი
აღსრულება დიდუბეში ცოლ-ქმრის მკვლელობაზე - გუშინაც შედგა შეხვედრა, 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო გამოსახლება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)