16:54 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-12 15:33:07, 410 ნახვა

სამართალი
მოსამართლე ევა გოცირიძე: სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე და აღასრულოს ეს გადაწყვეტილება სწორად და ეფექტიანად

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პარტიისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გამიჯვნის, ასევე ინდივიდუალური დანაშაულისა და დაუსჯელობის პრაქტიკის საკითხებზე ისაუბრა.

გოცირიძის განმარტებით, პარტია და სახელმწიფო ცალ-ცალკე ინსტიტუციებია, თუმცა მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა იყო, მიხეილ სააკაშვილი კი ერთდროულად წარმოადგენდა როგორც სახელმწიფოს მეთაურსა და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს, ისე მმართველი პარტიის ლიდერს.

ევა გოცირიძის განცხადებით, ინდივიდუალური დანაშაული პარტიას ვერ შეერაცხება, თუმცა განსხვავებული ვითარებაა, როდესაც პარტიის პოლიტიკა დანაშაულის მიმართ შემგუებლურ დამოკიდებულებასა და დაუსჯელობის პრაქტიკას გულისხმობს.

„ზოგადად, პარტია და სახელმწიფო ცალ-ცალკე ცნებები და ინსტიტუციებია, რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია მმართველ პარტიაზე, რომელიც განახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელსაც განახორციელებს სახელმწიფოში. მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, ქვეყანაში სხვა წყობა იყო - ეს იყო საპრეზიდენტო რესპუბლიკა, სადაც, ვიცით, რომ პრეზიდენტი ერთდროულად სახელმწიფო მეთაურიც არის და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურიც. ამავდროულად, პრეზიდენტს არ ეკრძალებოდა ყოფილიყო პოლიტიკური პარტიის წევრი და ლიდერი, ანუ მიხეილ სააკაშვილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, იმავდროულად იყო სახელმწიფოს მეთაური და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. აი, ეს მოცემულობა, აბსოლუტურად უდავო მოცემულობა, არ გვაძლევს იმის საკმარის საფუძველს, რომ ყველაფერი, რაც ხდებოდა მმართველი პარტიის პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში, იმავდროულად შეერაცხოს მმართველ პარტიას. და მეორე, რაც შეეხება ინდივიდუალურ დანაშაულს, ცხადია, ინდივიდუალური დანაშაული არ შეიძლება შეერაცხოს პარტიას, მაგრამ თუ პარტიის პოლიტიკა არის შემგუებლური დამოკიდებულება და დაუსჯელობის პრაქტიკა, ასეთ დროს სრულიად სხვაგვარი ვითარება წარმოიშობა ადამიანის უფლებებთან მიმართებაში, იმიტომ, რომ, როგორც წინა გამოსვლაში აღვნიშნე, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე და აღასრულოს ეს გადაწყვეტილება სწორად და ეფექტიანად. თუ არის დაუსჯელობა ქვეყანაში დანაშაულის, ეს, რა თქმა უნდა, არის მმართველი ძალის პოლიტიკის ერთ-ერთი ასპექტი.“ - განაცხადა გოცირიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
რას ურჩევს Mr. Nutrition მშობლებს ბავშვის კვებაზე - საქართველოს ბანკისა და Nutrition Academy of Georgia-ს თანამშრომლობით მშობლებისთვის შეხვედრა გაიმართება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე
ხვიჩა კვარაცხელია - მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი
აღსრულება დიდუბეში ცოლ-ქმრის მკვლელობაზე - გუშინაც შედგა შეხვედრა, 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო გამოსახლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics