16:54 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-12 15:30:20, 372 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ ძალები, რომელთა ინტერესშიც მისი დაწყება შედიოდა. ანალოგიურად ვფიქრობ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომზეც, - ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ არსებობდნენ გავლენიანი ადამიანები, რომლებსაც ამ ომების თავიდან აცილება არ სურდათ.

„რა თქმა უნდა, უკრაინის წინააღმდეგ ომი რუსეთმა დაიწყო. თუმცა მიმაჩნია, რომ შესაძლებელი იყო როგორც უკრაინაში პირველი, ისე მეორე ომის თავიდან აცილება. ცხადია, ეს ომები რუსეთმა დაიწყო, განსხვავებით საქართველოში ომისგან, რომელიც, ჩემი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებაში ოფიციალური სტატუსის მქონე უცხოეთის აგენტებმა დაიწყეს.

ამავდროულად, დარწმუნებული ვარ, რომ სამივე ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - როგორც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის. სამწუხაროდ, არსებობდნენ გავლენიანი ადამიანები, რომლებსაც ამ ომების თავიდან აცილება არ სურდათ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
რას ურჩევს Mr. Nutrition მშობლებს ბავშვის კვებაზე - საქართველოს ბანკისა და Nutrition Academy of Georgia-ს თანამშრომლობით მშობლებისთვის შეხვედრა გაიმართება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე
ხვიჩა კვარაცხელია - მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი
აღსრულება დიდუბეში ცოლ-ქმრის მკვლელობაზე - გუშინაც შედგა შეხვედრა, 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო გამოსახლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics