16:54 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-12 15:21:41, 335 ნახვა

სამართალი
სასამართლომ დავით ფეიქრიშვილი და ალექსანდრე ჩაფოძე პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული დავით ფეიქრიშვილი და ალექსანდრე ჩაფოძე პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.

სხდომაზე დავით ფეიქრიშვილმა თქვა, რომ მისი ცემისა და წამების მიზეზი ტელეფონის გახსნა იყო. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ყველაფერში ჩართულები იყვნენ ციხისა და პენიტენციურის უფროსები. ფეიქრიშვილის სიტყვას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

"გიჩო აჩვენებდა ტელეფონებს. ამ დროს მე უკვე ნაცემი და ნაწამები ვიყავი. მე ვეუბნებოდი, რომ თუ პოლიციას ენდომებოდა, გახსნიდა. მიპასუხეს - "არა, ჩვენ გვინდა, უნდა დავამტკიცოთ, რომ შენ მართალი ხარ", ვითომ ჩემს მხარეს იყვნენ.

მათი [ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო", ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი] შემოსვლის მომენტიდან ჩემთან შემოიყვანეს. არც კარანტინი გაუვლიათ.

პროკურორის პასუხიმგებლობა იკვეთება. მე რომ მაწამებდნენ, ამაში ჩართულები იყვნენ ციხისა და პენიტენციურის უფროსები. ისინი შემოიყვანეს პარასკევს, რომ ორშაბათამდე ხმა ვერ მიმეწვდინა.

ამის შემდეგ გადამიყვანეს "ვივამედში" შემდეგ კი უკან დამაბრუნეს. მე რომ გავყავდი, გოცირიძე და შოთა ყიფიანი, ციხის თანამშრომლებთან ერთად დამყვებოდნენ, რომ ვინმესთვის რაიმე არ მეთქვა. იზოლირებული ვყავდი. ერთადერთი შანსი ის იყო, რომ ორშაბათამდე გამეძლო, რომ ადვოკატი შემოსულიყო.

მანამდე კი ის ადვოკატი, რომელთანაც 11 წელი ვმეგობრობდი და შვილის ნათლია ვარ, მოვიდა და ადვოკატი ვეღარ ვიქნებიო. ნდობა ამ პროკურორის მიმართ ნულია." - განაცხადა ფეიქრიშვილმა პროცესზე, ინტერპრესნიუსის ცნობით.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
რას ურჩევს Mr. Nutrition მშობლებს ბავშვის კვებაზე - საქართველოს ბანკისა და Nutrition Academy of Georgia-ს თანამშრომლობით მშობლებისთვის შეხვედრა გაიმართება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე
ხვიჩა კვარაცხელია - მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი
აღსრულება დიდუბეში ცოლ-ქმრის მკვლელობაზე - გუშინაც შედგა შეხვედრა, 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო გამოსახლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics