2026-11-12 11:42:31, 580 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანული მედია: ალიევი და ფაშინიანი შესაძლოა დუბლინში შეხვდნენ
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი შესაძლოა დღეს, 12 ნოემბერს, დუბლინში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) სამიტის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს.
ორივე ლიდერი მონაწილეობას მიიღებს EPC-ის მეცხრე სამიტში, რომელიც ირლანდიის დედაქალაქში იმართება. ღონისძიებაზე ევროპის ქვეყნების სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები საერთო პოლიტიკურ და სტრატეგიულ საკითხებს განიხილავენ.
EPC-ის წინა სამიტი მაისში ერევანში გაიმართა.
ამ დროისთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან