|
2026-11-12 11:08:01, 502 ნახვა
ეკონომიკა
“შუა დერეფანი და საქართველო” - თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა
იაპონიის ელჩის რეზიდენციაში თიბისის, ამერიკის სავაჭრო პალატისა (AmCham Georgia) და იაპონიის საელჩოს ორგანიზებით საქმიანი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შუა კორიდორის შესახებ კვლევა გააცნო. საელჩოებთან ერთად ტრადიციული შეხვედრებით, თიბისი ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას და კავშირების ჩამოყალიბებას ბიზნესსა და დიპლომატიურ კორპუსს შორის; ღონისძიებების ფარგლებში მონაწილეები მაკროეკონომიკურ და სექტორულ განახლებებს, ასევე ეკონომიკურ ტენდენციებს ეცნობიან, რაც კერძო სექტორს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. რეგიონში მიმდინარე სავაჭრო და გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა იზრდება და საქართველოსთვის ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს ქმნის. თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2022 წლის შემდეგ დერეფანზე გადაზიდული ტვირთების მოცულობა თითქმის სამჯერ გაიზარდა და 2026 წელს 5 მილიონ ტონას მიაღწევს. ამასთან, 2021-2025 წლებში ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის საქონლით ვაჭრობა 84%-ით გაიზარდა და 51 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დერეფნის მზარდ ეკონომიკურ მნიშვნელობას. ტვირთნაკადების ზრდასთან ერთად, დერეფნის გამტარუნარიანობის გასაზრდელად მისი მონაწილე ქვეყნები ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2040 წლამდე დაგეგმილი პროექტების ჯამური ღირებულება 55.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც საქართველოს წილი 3.4 მილიარდი დოლარია. დაგეგმილი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, კასპიის ზღვის გავლით არასანავთობო ტვირთების მოცულობა 2023 წლის 3.5 მილიონი ტონიდან 2040 წლისთვის შესაძლოა 15.6 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. კვლევა ასევე მიმოიხილავს საქართველოს მზარდ როლსა და პოტენციალს შუა დერეფანში. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში შუა დერეფნის წილმა საქართველოს სახმელეთო სატრანზიტო გადაზიდვებში 28% შეადგინა, მაშინ როცა 2022 წელს ეს მაჩვენებელი 9% იყო. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ტვირთების შენახვის, დახარისხების, გადამუშავებისა და რეექსპორტის სერვისების განვითარება ქვეყანას საშუალებას მისცემს, სატრანზიტო მარშრუტიდან რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბდეს. კვლევის მიხედვით, შუა დერეფნის განვითარების დაგეგმილი პროექტების განხორციელებამ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა 3.6%-ით გაზარდოს.
რას ურჩევს Mr. Nutrition მშობლებს ბავშვის კვებაზე - საქართველოს ბანკისა და Nutrition Academy of Georgia-ს თანამშრომლობით მშობლებისთვის შეხვედრა გაიმართება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე
ხვიჩა კვარაცხელია - მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი
აღსრულება დიდუბეში ცოლ-ქმრის მკვლელობაზე - გუშინაც შედგა შეხვედრა, 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო გამოსახლება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)