16:54 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-12 11:00:44, 488 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, eCommerce Georgia 2026 გაიმართა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით და იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებით, ელექტრონული კომერციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია - eCommerce Georgia 2026 გაიმართა.
კონფერენციამ 500-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა და ერთ სივრცეში გააერთიანა ბიზნესის ლიდერები, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტები.
eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. ღონისძიების მიზანია ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, პროფესიული კავშირების გაძლიერება და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა.
წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემები საცალო ვაჭრობის მომავალი, ელექტრონული კომერციის ზრდისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ტრანსსასაზღვრო კომერცია იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტის გავლენა საცალო ვაჭრობაზე, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია, გადახდების უსაფრთხოება, მომხმარებლის ნდობა, ლოგისტიკა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობები.
ღონისძიების პროგრამა მოიცავდა მთავარ მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებს, სამუშაო შეხვედრებსა და ნეთვორქინგის სესიებს. კონფერენციამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ ინდუსტრიის ახალ ტენდენციებს, გაეზიარებინათ გამოცდილება და დაემყარებინათ ახალი საქმიანი კავშირები.
საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და სექტორის წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რას ურჩევს Mr. Nutrition მშობლებს ბავშვის კვებაზე - საქართველოს ბანკისა და Nutrition Academy of Georgia-ს თანამშრომლობით მშობლებისთვის შეხვედრა გაიმართება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე
ხვიჩა კვარაცხელია - მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი
აღსრულება დიდუბეში ცოლ-ქმრის მკვლელობაზე - გუშინაც შედგა შეხვედრა, 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო გამოსახლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics