|
2026-11-11 09:49:06, 475 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იობი -ეკლესიამ სუს-ის კრებსების გამო დაკარგა მრევლი
ეკლესიამ სუს-ის კრებსების გამო დაკარგა მრევლი - ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა. „სანამ სუს-ის კრებსები გამომზეურდებოდა, ესეც შეგნებულად იყო გაკეთებული, რომ ლახვარი იყო ეკლესიაზე ჩაცემული, რომ ეკლესია უნდა განადგურებინათ, შეელახათ მისი იმიჯი. მანამდე, სანამ ამას გამოსცემდნენ, ბიძინა ივანიშვილი გამოდის, რომ პატრიარქის კრიტიკა შეიძლება, პატრიარქიც ადამიანია, მასაც შეიძლება შეცდომები ჰქონდესო - აი, სწორედ ამას მოჰყვა შემდეგ ეს სუს-ის კრებსები. ამან რა გამოიწვია - ბევრმა ხალხმა აღარ დაიწყო ეკლესიაში სიარული. მერე ჩვენ შეგვპირდნენ, რომ გამოავლენდნენ იმ თანამდებობის პირებს, ვინც გამოიტანა ეს სუს-ის კრებსები საზოგადოების წინაშე, მაგრამ ვინ გამოიტანა? ვინმე ვიცით, ვინ გამოაქვეყნა ეს ყველაფერი?!“ მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის ნაწილმა მხარი დაუჭირა მოქმედ ხელისუფლებას, შეცდომებზე მითითება აუცილებელია, ხოლო თავად ხელისუფლებამ საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა: „შეიძლება ვინმემ თქვას ახლა, თქვენ არ მოიყვანეთ ეს ხელისუფლება?! თქვენ არ დაუჭირეთ მას მხარი?! მაგრამ მე თავში ვთქვი, რომ უარესებში უკეთესი ავირჩიეთ, მაგრამ უშეცდომო არავინ არაა, არც ხელისუფალი და არც ადამიანი. ჩვენ თუ არ მივუთითეთ მთავრობას, რა შეცდომები აქვთ დაშვებული, სხვის მითითებას ისინი ვერ გაიგებენ. განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. ნუ, დავრწმუნდით იმაშიც, რომ მან თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ. როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ იცვლება მთავრობები, ასევე უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში. იმიტომ, რომ არ იგრძნობა, ეროვნული ინტერესები აღარ არის ქვეყანაში, გადაყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს, რომ ეკონომიკურად გაძლიერდეს ქვეყანაო“.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)