|
2026-11-10 17:25:44, 310 ნახვა
ეკონომიკა
11-17 ნოემბერს საქართველოს ბანკი და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამ მიზნით, LEAF-თან თანამშრომლობით, 11-17 ნოემბერს საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს გამართავს. საინფორმაციო შეხვედრები გორში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში გაიმართება. ტურის ფარგლებში, მოსწავლეებს, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ. შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის სრული დაფინანსების შესაძლებლობებს, შეიტყობენ, როგორ მიმდინარეობს საზღვარგარეთ სწავლის სააპლიკაციო პროცესი, რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად. საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება შემდეგ ქალაქებში: 11 ნოემბერი | 16:00–17:00 | რუსთავი - ციფრული განვითარების სივრცე; 12 ნოემბერი | 16:00–17:00 | გორი - Gori Inn; 16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი - ჭავჭავაძის გამზირი N50; 17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14. შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს. საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)