|
2026-11-10 16:49:08, 457 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში ივლისიდან სექტემბრამდე 1.13 მილიონი რუსი ჩავიდა – Verstka
რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღის შესახებ გავრცელებული ხმების ფონზე, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში რეკორდული რაოდენობის რუსეთის მოქალაქეები გაემგზავრნენ. დამოუკიდებელი გამოცემა Verstka რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში, სერბეთსა და სომხეთში სულ 1.13 მილიონი რუსი ჩავიდა, რაც ბოლო 17 წლის განმავლობაში უმაღლესი მაჩვენებელია. ყველაზე დიდი ნაკადი საქართველომ მიიღო, სადაც 660 300 რუსეთის მოქალაქე შევიდა - გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 43 300-ით მეტი. ეს მაჩვენებელი 43%-ით აღემატება რუსეთში 2022 წლის სექტემბერში გამოცხადებული მობილიზაციის პერიოდის მონაცემს, როდესაც საქართველოში 461 200 რუსი ჩავიდა. კიდევ 402 300 რუსეთის მოქალაქე გაემგზავრა სომხეთში, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემზე 57 600-ით მეტია. რაც 2010 წლის შემდეგ სომხეთში ჩასული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა. სერბეთმა კი რუსეთიდან 64 800 ვიზიტორი მიიღო, რაც დაახლოებით 14 000-ით მეტია 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით. მონაცემები მოიცავს რუსეთის ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ამ სამ ქვეყანაში გაემგზავრა, მიუხედავად ვიზიტის მიზეზისა. მიმართვების მკვეთრ ზრდაზე მიუთითეს რელოკაციის სააგენტოებმაც. პროექტ Релокац-ის ("რელოკაც") განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები ემიგრაციის თაობაზე თითქმის ორჯერ მეტ განაცხადს ავსებენ, ვიდრე ადრე. უმეტესობა მათგანი ქვეყნის დატოვებას სექტემბრამდე ან ოქტომბრამდე ცდილობს. დამოუკიდებელი გამოცემა Meduza-ს ცნობით, საქართველოში, სერბეთსა და სომხეთში მომუშავე აგენტებმა ასევე დააფიქსირეს ივლისის ბოლოდან რუსეთის მოქალაქეების მხრიდან გრძელვადიანი ქირაობის მოთხოვნების მკვეთრი მატება. ცნობისთვის, 11 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთი დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მობილიზაციის დამატებითი ტალღის გამოცხადებას აპირებს. ზელენსკის თქმით, ახალი ტალღის ფარგლებში წლის ბოლომდე რუსეთის რამდენიმე ასობით ათასი მოქალაქის, შემდგომი წლისთვის კი იგივე რაოდენობის მობილიზება იგეგმება. ამასთან, OTPOR - რუსული ორგანიზაცია, რომელიც მობილიზაციის თავიდან არიდების მსურველებს სამართლებრივ დახმარებას უწევს - იუწყება, რომ რუსეთის უსაფრთხოების ძალები აეროპორტებში მამაკაცების სამხედრო აღრიცხვის სტატუსს ამოწმებენ და ახალ მოქალაქეებს სამხედრო გაწვევის უწყებებს აბარებენ. უკრაინულმა პარტიზანულმა მოძრაობამ Atesh-მა ორგანიზაცია OTPOR-ის შეტყობინება გაავრცელა, რომლის თანახმადაც აქტივისტებმა ეკატერინბურგის კოლცოვოს აეროპორტში აღრიცხეს შემთხვევები, როდესაც მამაკაცებს, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა ახლახან მიიღეს, ჩაფრენისთანავე გაწვევის უწყებები ჩააბარეს. "ახლა დამატებითი შემოწმებები აეროპორტებშიც ტარდება. ეს მობილიზაციის ახალი ტალღის მანიშნებელია და კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით დავაკვირდეთ". - ნათქვამია განცხადებაში.
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)