2026-11-10 10:36:50, 669 ნახვა
მსოფლიო
ალ არაბია: აშშ და ირანი ურანის გამდიდრების დონეზე შეთანხმდნენ.
ვაშინგტონმა და თეირანმა შესაძლოა წინასწარი შეთანხმება მიაღწიონ ირანის ურანის გამდიდრების დონის 3.67%-მდე შეზღუდვის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას „ალ არაბია“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
არხის წყაროების ცნობით, აშშ დათანხმდა ურანის ამ დონემდე გამდიდრებას ირანის ტერიტორიაზე და თეირანმა ეს პირობა მიიღო.
ამავდროულად, აშშ დაჟინებით მოითხოვს ირანის ურანის მარაგების გამდიდრების დონის შემცირებას, რომლებმაც 60%-ს მიაღწია. ამ საკითხის გადასაჭრელად მხარეები მესამე ქვეყნის ჩართვას განიხილავენ, დააზუსტეს „ალ არაბიას“ წყაროებმა.
თუ თეირანთან შეთანხმება მიღწეული იქნება, ვაშინგტონს შეუძლია ირანის აქტივების 6-დან 9 მილიარდ დოლარამდე განბლოკვა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან