|
2026-11-09 18:16:40, 878 ნახვა
სხვადასხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს მონათვლას ულოცავენ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა მოინათლა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელში გუნბას ნათლობას ულოცავს პოლიტიკოსი ნაირა ამალია და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც, სავარაუდოდ, მოსკოვის ერთ-ერთ ეკლესიაშია გადაღებული. "ბადრა ზურაბოვიჩ, ჩვენც გილოცავთ ნათლობას! მთელი ქვეყანა ჩურჩულებს და გადავწყვიტე, გამომექვეყნებინა", — წერს ამალია. როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, ფოტოზე გუნბასთან ერთად მისი ოჯახის წევრები და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო ჩანან. გუნბას პრესსამსახურს ნათლობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მანამდე მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, პროტოპრესვიტერი იგორ იაკიმჩუკი აცხადებდა, რომ გუნბა მოუნათლავი იყო. "ის, ვინც ახლა არჩევნებში გაიმარჯვა, მოუნათლავია. პირობას დებს, რომ მოინათლება, მაგრამ ჯერჯერობით ამ მიმართულებით პროგრესი არ ჩანს", — ამბობდა იაკიმჩუკი. იაკიმჩუკის სხვა განცხადებამ აფხაზთა ისტორიულ იდენტობასა და ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე სოხუმში მწვავე რეაქცია გამოიწვია. მან თქვა, რომ IV საუკუნეში აფხაზეთში ტაძრები თანამედროვე აფხაზებს არ აუშენებიათ და მათ იმხანად ქრისტიანობის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი სიტყვები შეურაცხმყოფლად შეაფასა, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო საბჭომ კი მოსკოვის საპატრიარქოსგან შეფასება მოითხოვა. გუნბა მოსკოვში სერგეი კირიენკოსაც შეხვდა. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის - აფხაზეთში რუსული „Большая перемена“-ს მსგავსი სასკოლო კონკურსის ჩატარებაზე.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)