|
2026-11-09 17:55:08, 1032 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისიის სპიკერი: EU-ს გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის
ევროკომისიის სპიკერმა, გიომ მერსიემ ყოველდღიურ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ EU-ს გაფართოების ფორუმზე საქართველოს ოფიციალური ხელისუფლება მიწვეული არ არის. მისივე ცნობით, დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მეორე მინისტერიალზე საქართველო უფრო დაბალი დონით არის მიწვეული, ვიდრე სხვა ქვეყნები. ინფორმაციას "ევროსკოპი" ავრცელებს. შეგახსენებთ, EU-ს გაფართოების ფორუმი 15-16 ნოემბერს, დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მეორე მინისტერიალი კი 16 ნოემბერს — ბრიუსელში გაიმართება. 4 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად გადასცა ანგარიში 2026 წლის გაფართოების შესახებ. ანგარიში ჩაიბარა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა, რომელიც ამავდროულად დაინიშნა პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. ევროკომისიამ გააფრთხილა საქართველო, რომ ქვეყანა კვლავ კარგავს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ სარგებელს, ხოლო გაწევრიანების პროცესი „ფაქტობრივად შეჩერებულია“. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშში ქვეყანაში მიმდინარე „უკუსვლასა“ და დემოკრატიული მდგომარეობის გაუარესებაზეა საუბარი.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)