|
2026-11-09 13:27:27, 754 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა – ინფლაციის დონეში ძირითადი წვლილი, სულ მცირე, 2.2% გარე ფაქტორებმა შეიტანა
ინფლაციის დონე 5.9 პროცენტია, რაშიც ძირითადი წვლილი, სულ მცირე, 2.2% გარე ფაქტორებმა შეიტანა. ეს არის ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე საერთაშორისო სანავთობო ბაზრებიდან მომდინარე გაძლიერებული წნეხი. ჩვენ ბენზინისა და დიზელის იმპორტიორი ქვეყანა ვართ, ამიტომ, არ შეიძლება, ეს ამ კუთხით არ აისახოს, – ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავას კითხვა დაუსვეს წლიურ ინფლაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.9 პროცენტი შეადგინა. „ამავდროულად, ჩვენ შედარებით მშვიდად ვართ, რადგან ხისტი ინფლაციის მაჩვენებლები, ე.წ. საბაზო ინფლაცია, რომელიც სხვადასხვა მერყევ კომპონენტს გამორიცხავს, ასევე მომსახურების ინფლაცია კვლავაც მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს რჩება. თუმცა ხედავთ, რომ ჩვენი მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულია. მაისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გავზარდეთ და ახლა ის 8.25%-ს შეადგენს. ყოველთვის ვაცხადებთ, რომ მომავალშიც მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, თუ დავინახავთ ე.წ. მეორე რაუნდის ეფექტებს, განვიხილოთ მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება. ამავდროულად, მზად ვართ, პირიქით, შევამსუბუქოთ მონეტარული პოლიტიკა, თუ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დარეგულირდება და საგარეო ბაზრებზე ვოლატილობა შემცირდება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)