10:40 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-09 09:36:54, 373 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან დენუკლეარიზაციის საკითხზე საუბარს აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში ვიზიტის დროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას გეგმავს, რათა დენუკლეარიზაცია განიხილოს.

„მე ჩინეთს ვესტუმრები და ერთ-ერთი შეხვედრა, ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ სი ძინპინთან გაიმართება და ეს საინტერესო იქნება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

„ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ, მათ შორის დენუკლეარიზაციაზე“, - დასძინა მან.

„ფაინენშალ ტაიმსმა“ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამი ქვეყნის ოფიციალური პირები განიხილავენ აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს შორის შესაძლო შეხვედრას აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში, რომელიც ჩინეთის ქალაქ შენჟენში 18-19 ნოემბერს არის დაგეგმილი.

მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა წყარომ „ფაინენშალ ტაიმსს“ განუცხადა, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი პეკინს მოუწოდებენ, დათანხმდეს ასეთ შეხვედრას.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი - როდესაც ომი დასრულდება, უკრაინა ცოტა განსხვავებულ ფორმას მიიღებს
კობახიძე - საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics