16:39 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-05 16:26:24, 323 ნახვა

პოლიტიკა
ანგარიში ადასტურებს, რომ ოცნების პირობებში EU-ში ვერ შევალთ - კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებით, ევროკომისიის მიერ საქართველოზე გამოქვეყნებული ახალი ანგარიშიც ადასტურებს, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.

"გუშინ გამოქვეყნებული ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მკაფიოდ ადასტურებს, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში საქართველო ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი. ანგარიშში მოცემული შინაარსი განგაშის სიგნალი უნდა გახდეს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, პარტიული კუთვლინების მიუხედავად, ყველასთვის, ვინც ჩვენი ქვეყნის მომავალს ევროკავშირში ხედავს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და ევროკომისიის მიერ საქართველოს, როგორც კადიდატი ქვეყნის შეფასება მხოლოდ ფორმალურად რჩება ძალაში. ივანიშვილის რეჟიმი არ ასრულებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ რეკომენდაციებს, რადგან მმართველი პარტია აგრძელებს დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებებისთვის ძირის გამოთხრასა და სახელმწიფოს მიტაცებას.

რუსეთის ჰიბრიდული ომი საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ გადამწყვეტ ფაზაშია. ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის ამოცანაა, საბოლოოდ მოკლას ჩვენი სამშობლოს ნორმალური განვითარების პერსპექტივა, ღირსეული, უსაფრთხო და მშვიდობიანი ცხოვრების შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყანა ჩვენი დასაცავია". - წერია კოალიციის განცხადებაში. 

კოალიცია ცვლილებისთვის ხალხს 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს. 

"28 ნოემბერს ათიათასობით უნდა შევიკრიბოთ და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საქართველო ქართველი ხალხისაა. ჩვენ ვწყვეტთ, სად არის ჩვენი ქვეყნის ადგილი. საქართველო ივანიშვილის გარეშე!". - წერს კოალიცია.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
გადაიხადე ხელის გულით - მომავლის გამოცდილება თიბისისგან
კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics