|
2026-10-09 17:49:19, 550 ნახვა
სამართალი
ივანიშვილის გინებისთვის გიორგი კირვალიძეს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. TV პირველის ცნობით, ამის შემდეგ, კირვალიძემ მოსამართლეს "მონა“ უწოდა და ივანიშვილს კიდევ ერთხელ შეაგინა. 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა გიორგი კირვალიძემ 24 ივნისს, მას შემდეგ, რაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს, თქვა, რომ "თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება], ბიძინას დედასაც შე***ი“. ამის შემდეგ პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმების გაუქმება მოითხოვა, რასაც მოსამართლე გიორგი კერატიშვილი დაეთანხმა. საქმე არსებითად განსახილველად კვლავ საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა. სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გიორგი კირვალიძემ თქვა, რომ 24 ივნისის განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)