16:38 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-05 15:39:14, 278 ნახვა

პოლიტიკა
სალია - პატიმრის შემოწმებასა და დათვალიერებას, ამ პროცედურას კი გიორგი დავითაძე ეწინააღმდეგებოდა

დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე პატიმრის შემოწმებასა და დათვალიერებას, ამ პროცედურას კი გიორგი დავითაძე ეწინააღმდეგებოდა.- ამის შესახებ ივანიშვილის იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ყოველ მსგავს განცხადებაზე რეაგირებს სათანადოდ, დაუყოვნებლივ. პატიმარ დავითაძის საქმე ახლა არ დაწყებულა. ჯერ კიდევ შარშანდელი წლის მიწურულს მან განაცხადა უფლებების შელახვის შესახებ, საკმაოდ მძიმე ბრალდება გაისმა მისგან და მყისიერად დაიწყო გამოძიება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიმდინარეობს კომპლექსური გამოძიება, ტარდება არაერთი საპროცესო მოქმედება, რათა საბოლოოდ ვიცოდეთ, რა მოხდა იმ ეპიზოდში. მნიშვნელოვანია, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუმცა ამ ეტაპზე შეიძლება, რამდენიმე რამ ითქვას გამოკვეთილად.

პირველი – სახალხო დამცველის განცხადება. თავდაპირველად საუბარი იყო, რომ გასაჯაროებულიყო კადრები, როგორ მოხდა პატიმრის ჩაყვანა დეესკალაციის ოთახში, სადაც, ის აცხადებდა, რომ მოხდა სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენა. დეესკალაციის ოთახში გადაყვანა მოხდა იმ ინციდენტის გამო, რომელიც წინ უძღოდა ამ ყველაფერს. გარკვეული ვითარება იყო შექმნილი, რა დროსაც პენიტენციურმა სამსახურმა გადაწყვიტა, რომ პირს სჭირდებოდა დეესკალაციის ოთახში დამშვიდება. ამასთან დაკავშირებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა დეტალური ინფორმაცია და შეგიძლიათ, გაეცნოთ ამას. ისმის პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრი ადამიანის მიერ მოხდა მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება. კანონი ითვალისწინებს დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე პატიმრის შემოწმებას, დათვალიერებას. თქვენ ნახეთ კადრები, სადაც ჩანს, რომ ის ეწინააღმდეგებოდა ამ პროცედურის განხორციელებას. შესაბამისად, სახელმწიფომ გამოიყენა იძულება.  რაც შეეხება ოთახში ადამიანთა რაოდენობას, ეს თავისთავად არ მეტყველებს იმაზე, რომ მის წინააღმდეგ რაიმე ძალადობა ან უკანონო მოქმედება განხორციელდა. პატიმარი აცხადებდა პროტესტს და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს არ აძლევდა საშუალებას, განეხორციელებინათ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება“, – განაცხადა პაატა სალიამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
პენიტენციური სამსახური – მე-6 დაწესებულების სამი მსჯავრდებულის დეესკალაციის საკნებში გადაყვანა უკავშირდება დაწესებულების თანამშრომლებზე თავდასხმას
სალია - პატიმრის შემოწმებასა და დათვალიერებას, ამ პროცედურას კი გიორგი დავითაძე ეწინააღმდეგებოდა
მოსკოვში მიტინგზე დაახლოებით 60 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სკანდირებდნენ „სამართლიანი არჩევნებისთვის“ და „ძირს მეფე“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics