|
2026-09-25 23:31:17, 321 ნახვა
სამართალი
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს პროკურატურას მადლობას უხდის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანაშრომლობის, უზბეკეთის მოქალაქის დაკავებისა და ექსტრადირებისთვის, -აღნიშნული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიცისს დეპარტამენტის ოფეციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. 2026 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს პირი, რომელიც აშშ-ში „ჩაიხანას" (Tea Party) სახელით არის ცნობილი. მას ბრალად ედება „ისლამური სახელმწიფოს" (ISIS) და „ალ-ნუსრას ფრონტის" (al-Nusrah Front) დასახმარებლად თანხების შეგროვება და უცხოელი მებრძოლებისთვის ადგილობრივი მხარდაჭერის ქსელის კოორდინაცია. დავუდ ანსარი (Davud Ansariy) უზბეკეთის მოქალაქე და აშშ-ის ნატურალიზებული მოქალაქეა, (ცნობილია სახელებით „კოზიმჯონ გაფუროვი" და „კოზიმ"), რომელიც საქართველოს პროკურატურამ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში, დააკავა და აშშ-ს გადასცა. მას დღეს ბრალად ედება უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების - „ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფოსა"(ISIS) და „ალ-ნუსრას ფრონტისთვის" (ANF) მატერიალური დახმარების გაწევის ერთ ეპიზოდსა და ამავე მიზნით შეთქმულების მოწყობის ერთ ეპიზოდში (დანაშაულის ჩადენის პერიოდში ორივე ორგანიზაცია აღიარებული იყო ტერორისტულად). ანსარის ექსტრადიცია ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქში თბილისიდან 23 სექტემბერს განხორციელდა. „ათწლიანი მიმალვის შემდეგ, ანსარი დაბრუნდა შეერთებულ შტატებში, რათა პასუხი აგოს მსოფლიოში ორი ყველაზე სასტიკი ტერორისტული დაჯგუფების - ISIS-სა და ANF-სთვის გაწეული მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდით ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებს ტერორისტების დაკავებაში გაწეული დახმარებისთვის" - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გენერალური პროკურორის თანაშემწემ, ჯონ ა. აიზენბერგმა. საქმეზე გამოძიება ჩაატარა FBI-მ, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის, ნიუ-იორკის შტატის პოლიციის, აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურის, პორტის ადმინისტრაციის პოლიციის დეპარტამენტისა და აშშ-ის მარშალთა სამსახურის მხარდაჭერით. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო საქმეთა ოფისმა, თბილისში FBI-ის სამართალდამცავი ატაშეს ოფისმა და საქართველოს პროკურატურამ კი ანსარის დაკავება და ექსტრადიცია უზრუნველყო. ბრალდებულმა 2016 წლის მაისში, ერთ-ერთი თანამზრახველის დაკავებიდან ხუთ დღეში, შეერთებული შტატები დატოვა და თურქეთის მიმართულებით გაიქცა. მას შემდეგ ანსარი მიმალვაში იმყოფებოდა. „მისი ექსტრადიცია და სისხლისსამართლებრივი დევნა შეხსენებაა იმისა, რომ ჩვენი ოფისი და სამართალდამცავი პარტნიორები დაუღალავად იმუშავებენ ყველას პასუხისგებაში მისაცემად, ვინც მატერიალურ მხარდაჭერას უწევს ტერორისტებს, რომლებიც აშშ-ისთვის ზიანის მიყენებას ცდილობენ. ანსარი ახლა აშშ-ის სასამართლო დარბაზში აგებს პასუხს თავის ქმედებებზე"- განაცხადა ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქის პროკურორმა, ჯოზეფ ნოჩელა უმცროსმა. გამოძიების თანახმად, ანსარი ხელმძღვანელობდა ბრუკლინში (ნიუ-იორკი) მოქმედ რადიკალიზებულ პირთა ჯგუფს, რომლებიც სირიაში გამგზავრებას გეგმავდნენ, რათა იქ ISIS-ს ან ANF-ს მებრძოლები გამხდარიყვნენ, ან აფინანსებდნენ მომავალი მებრძოლების მგზავრობას. გამოძიებამ გამოავლინა ფინანსური მხარდაჭერის დიდი ქსელი, რომელიც თანხებს აგროვებდა მათთვის, ვისაც სირიაში გამგზავრება და უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში ბრძოლა სურდა. ქსელის მონაწილეები ჯგუფს უწოდებდნენ „ჩაიხანას". ჯგუფი ასევე აგროვებდა ფულს იმ ოჯახების დასახმარებლად, რომლებიც მებრძოლებმა სირიაში გამგზავრებისას დატოვეს, ასევე ბრძოლაში დაღუპულთა ქვრივებისა და ოჯახების მხარდასაჭერად. „ჩაიხანას" მიერ შეგროვებული თანხებით, ანსარიმ და სხვებმა 2013 წელს სირიაში მცირეწლოვანის თუ ზრდასრულის, სულ მცირე, სამი პირის გამგზავრება დააფინანსეს. სავარაუდოდ, სამივე მათგანი სირიაში დაიღუპა.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)