|
2026-09-25 23:25:51, 4199 ნახვა
ეკონომიკა
ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტში დაგეგმილი საერთაშორისო ბიზნესგამოფენის „საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი კომპანიებისთვის გამოფენის ფორმატის, პროგრამისა და უზბეკეთის ბაზრის შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაზიარება და მათ შორის ახალი საქმიანი კავშირების წახალისება იყო. საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს IT/ტექნოლოგიების, სამშენებლო და დეველოპერული, არქიტექტურისა და დიზაინის, სამედიცინო, საავტომობილო და სხვა სექტორებში მომუშავე კომპანიებმა. საერთაშორისო ბიზნესგამოფენა „საქართველო – უზბეკეთი: აბრეშუმის გზა“ 2026 წლის 7-8 ოქტომბერს ტაშკენტში, JW Marriott Tashkent-ში გაიმართება. ღონისძიების მთავარი ორგანიზატორია გაყიდვების ასოციაცია, ხოლო მისი ადგილობრივი პარტნიორები არიან The Europe-Uzbekistan Association for Economic Cooperation (EuroUZ) და უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა. გამოფენის მიზანია საქართველოსა და უზბეკეთს შორის ბიზნესკავშირების გაღრმავება, ქართული კომპანიებისთვის უზბეკეთის ბაზრის შესაძლებლობების გაცნობა და ახალი საერთაშორისო პარტნიორობების შექმნის ხელშეწყობა. ღონისძიება 2,000-მდე კორპორაციული სექტორის წარმომადგენელს უმასპინძლებს, ხოლო მასში სხვადასხვა ინდუსტრიის 50-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)