|
2026-09-25 23:25:02, 4099 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს და ყოველდღიური საბანკო სერვისებით სარგებლობისას მათ დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამჯერად, დასრულდა გზავნილების გათამაშება, რომლის გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. კამპანიის ფარგლებში, ჯამში 72,000 ლარი გათამაშდა - 62-მა მომხმარებელმა ყოველდღიური გათამაშების ფარგლებში 1 000 ლარი მოიგო, ხოლო ერთმა მომხმარებელმა სუპერპრიზი - 10 000 ლარი მიიღო. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებლებს მიღებული გზავნილი საქართველოს ბანკის მობილბანკით ან ინტერნეტბანკით უნდა გაენაღდებინათ. თითოეულ განაღდებულ 150 ლარზე მომხმარებელი გათამაშების ერთ ბილეთს იღებდა. გათამაშებაში ჩართვა საზღვარგარეთ მცხოვრებ მომხმარებლებსაც შეეძლოთ - ამისთვის მათ გზავნილი საკუთარ თავთან უნდა გამოეგზავნათ და თანხა მობილბანკის ან ინტერნეტბანკის საშუალებით გაენაღდებინათ. "გზავნილების გათამაშების ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა მივეცით, თანხის მიღებასთან ერთად, ფულადი პრიზებიც მოეგოთ. მოხარული ვართ, რომ კამპანიის ფარგლებში ჯამში 72, 000 ლარი გავათამაშეთ და არაერთ მომხმარებელს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობა მივეცით. მომავალშიც გავაგრძელებთ ისეთი ინიციატივების შეთავაზებას, რომლებიც მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ემიგრანტების საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მარიამ ბექაურმა. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის გზავნილები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თანხა სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად მიიღონ საკუთარ ანგარიშზე. სერვისი მობილბანკსა და ინტერნეტბანკშია ინტეგრირებული და მომხმარებლებს გზავნილის მიღებასთან ერთად, სტანდარტულთან შედარებით, უკეთესი კურსით კონვერტაციის შესაძლებლობასაც სთავაზობს.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)