15:52 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-23 18:47:20, 2974 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილსა და კიდევ ერთ პირს ჯგუფური ხულიგნობისთვის ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე ორ პირს — მათ შორის კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებულ დავით ფეიქრიშვილსა და ალექსანდრე ჩაფოძეს — ოფიციალურად წარუდგინა ბრალი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, შუქნიშანთან გაჩერების გამო, დავით ფეიქრიშვილმა ავტომობილით მოძრავ დაზარალებულს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოსთხოვა გზის გათავისუფლება.

რის შემდეგაც, ფეიქრიშვილმა და ჩაფოძემ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება განიცადა. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, შეაფერხეს საავტომობილო მოძრაობა და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა გამოხატეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics