|
2026-09-21 14:32:14, 2687 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოდან ირანის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა
საქართველოდან ირანის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის - 129 მილიონი დოლარის ღირებულების 7,360 ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ავტოექსპორტი მხოლოდ 10 ავტომობილს შეადგენდა, მისი ღირებულება კი 280 ათასი დოლარი იყო. შესაბამისად, წელს თანხობრივად ირანში ავტოექსპორტი 46,241%-ით გაიზარდა. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის 8 თვის მონაცემებით, ამ მაჩვენებლით საქართველოს ავტოექსპორტის რეიტინგში ყირგიზეთის და ყაზახეთის შემდეგ, ირანმა, მესამე ადგილი პირველად დაიკავა. ირანში ავტოექსპორტი 2026 წლის 28 თებერვლის, ანუ აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ გააქტიურდა, რის შედეგადაც ირანში ტრადიციული საზღვაო გზით ავტოიმპორტი შემცირდა, როგორც ირკვევა, აღნიშნული მოთხოვნა ნაწილობრივ საქართველოდან გააქტიურებული რეექსპორტით დაბალანსდა. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს ავტოექსპორტის მაჩვენებლები: # ქვეყანა მლნ დოლარი ავტომობილების რაოდენობა ერთის საშუალო ფასი - ათასი დოლარი ზრდა/კლება წინა წელთან 1 ყირგიზეთი $551 მილიონი 14,700 $37.5 ათასი; -38% 2 ყაზახეთი $298 მილიონი 19,289 $15.4 ათასი; -40% 3 ირანი $129 მილიონი 7,360 $17.6 ათასი; 46141% 4 აზერბაიჯანი $128 მილიონი 3,803 $33.8 ათასი; -18% 5 ტაჯიკეთი $71 მილიონი 4,022 $17.8 ათასი; 14% 6 სომხეთი $61 მილიონი 2,178 $27.8 ათასი; 65% 7 უზბეკეთი $36 მილიონი 1,491 $24.4 ათასი; -12% 8 თურქმენეთი $18 მილიონი 1,185 $15.3 ათასი; 29% 9 საუდების არაბეთი $12 მილიონი 51 $231.1 ათასი; წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საუდის არაბეთში ექსპორტი $0 იყო 10 მოლდოვა $9 მილიონი 648 $13.9 ათასი. 52% მთლიანობაში 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან უცხოეთში 1.16 მილიარდი დოლარის ღირებულების 48,314 ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე. წინა წელთან შედარებით ეს მოცულობა 318 მილიონი დოლარით, ანუ 21.5%-ით არის შემცირებული. კლება ძირითადად დაკავშირებულია ყირგიზეთის; ყაზახეთის და აზერბაიჯანის ბაზრებზე ექსპორტის შემცირებასთან, რის სანაცვლოდაც საქართველოს ავტოდილერებმა გადაზიდვები ირანის მიმართულებით გააქტიურეს.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)