|
2026-09-21 13:16:37, 2287 ნახვა
ეკონომიკა
8 თვეში საქართველომ $12.5 მილიარდის საქონელი შეიძინა
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლის იმპორტმა 12.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 400 მილიონი დოლარით, ანუ 3.4%-ით მეტია. იმპორტირებულ საქონელს შორის პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია, რომლის იმპორტმა 2.36 მლრდ დოლარი შეადგინა. თუმცა, წლიურად ავტომობილების იმპორტი 12.5%-ით შემცირდა. მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1.16 მლრდ დოლარით, რაც 37.4%-ით გაიზარდა. მესამე ადგილზე მედიკამენტებია 468.4 მლნ დოლარით, მათი იმპორტი კი 4.3%-ით გაიზარდა. იმპორტის უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს შორის ასევე არის ბუნებრივი აირი რომლის იმპორტმა 331.9 მლნ დოლარი შეადგინა, ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები 283.1 მლნ დოლარით.
ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე დიდი იმპორტის წყარო თურქეთია, საიდანაც იანვარ-აგვისტოში 1.92 მლრდ დოლარის საქონელი შემოვიდა. მეორე ადგილზე რუსეთია 1.53 მლრდ დოლარით, მესამეზე კი აშშ 1.51 მლრდ დოლარით. თურქეთიდან იმპორტი წლიურად 7%-ით, რუსეთიდან 24.9%-ით გაიზარდა, ხოლო აშშ-დან 23%-ით შემცირდა. იმპორტის უმსხვილეს პარტნიორებს შორის ასევე არიან ჩინეთი 1.5 მლრდ დოლარით, გერმანია 762.3 მლნ დოლარით, აზერბაიჯანი 475.1 მლნ დოლარით, იაპონია 339.8 მლნ დოლარით, იტალია 294.2 მლნ დოლარით, ნიდერლანდები 225.3 მლნ დოლარით და სომხეთი 223.9 მლნ დოლარით. ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორისგან ყველაზე მაღალი წლიური ზრდა სომხეთიდან იმპორტში დაფიქსირდა, 57.6%, ხოლო იაპონიიდან იმპორტი 30.6%-ით გაიზარდა. იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17.93 მლრდ დოლარი შეადგინა. იმპორტი 12.5 მლრდ დოლარი იყო, ექსპორტი კი 5.42 მლრდ დოლარი. შედეგად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 7.08 მლრდ დოლარი შეადგინა.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)