|
2026-09-21 12:56:48, 20717 ნახვა
სპორტი
ქუჩებს სავსე ტრიბუნად გადავაქცევთ და ხმაურს მოედანზე გადავიტანთ - ქომაგობა არ ჩერდება
ქომაგობა სტადიონის კარებთან არც იწყება და არც მთავრდება. ის 90-წუთიან სანახაობაზე მეტია - საერთო ემოცია და იდენტობა, რომელიც ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს ერთ გუნდად აერთიანებს. სწორედ ეს მუხტია, რაც თამაშის დროს ქალაქის რიტმს ცვლის. "ოდესმე ყოფილხართ ცარიელ სტადიონზე? დადექით ცარიელი სტადიონის შუაგულში და მოუსმინეთ - არაფერია ცარიელ სტადიონზე უფრო ცარიელი. არაფერია მაყურებლის გარეშე დარჩენილ ტრიბუნებზე უფრო ჩუმი" - ურუგვაელი პუბლიცისტის, ედუარდო გალეანო ს ეს სიტყვები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს გულშემატკივრობის ძალაში. ახლა, როცა ერთა ლიგის პირველი ოფიციალური მატჩი ახლოვდება, გულდასაწყვეტია, რომ ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიასთან ცარიელი ტრიბუნების წინაშე გამართავს. თუმცა, როცა ჩვენი ფეხბურთელები მოედანზე შენი ქვეყნის სახელით გადიან, გუნდის მარტო დატოვება უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს სიჩუმე დიდ ხმაურად უნდა იქცეს, ჩვენი მხარდაჭერა კი - მოედანზე გადავიდეს. ქართველ გულშემატკივარს არაერთხელ გვიმღერია ჩვენი ფეხბურთელებისთვის - "შენთანა ვარ, ნურაფრის გეშინიაო". ახლაც იგივე გამეორდება. 25 სექტემბერს, 17:00 საათიდან, "დინამო არენასთან", ქუჩაში მოწყობილ ტრიბუნაზე ქართველი ქომაგებმა ჩვენს ფეხბურთელებს გაამხნევებენ, რათა საკუთარი ენერგია მოედანზე გაატანონ. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მოკლე თუ შორეული გადაცემების, გატანილი გოლის დროს თუ ტაიმებს შორის შესვენებისას, ფეხბურთელებმა იგრძნონ, რომ მარტო არასოდეს არიან. რომ ახსოვდეთ: ჩვენ ყოველთვის მათთან ვართ. მართალია, ამ ფორმატით მხოლოდ ერთი მატჩი ჩატარდება - წინ კიდევ 5 თამაშია, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის თითოეული შეხვედრა მნიშვნელოვანია და ყველა ბრძოლაში ერთიანობაა საჭირო. ჰოდა, კიდევ ერთხელ გახსენებთ: 25 სექტემბერს, 17:00 საათიდან, საქართველოს ქომაგები იკრიბებიან "დინამო არენასთან" სპეციალურად მოწყობილ ტრიბუნებზე, რომ დახვდნენ ნაკრების ავტობუსს და უგულშემატკივრონ საქართველოს. ქომაგობა არ ჩერდება!
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)