|
2026-09-19 21:20:14, 8104 ნახვა
ევროპის ამბები
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
რუსეთი არასდროს განსაზღვრავს საფრანგეთის ქმედებებს და ვერც პარიზის დაშინებას თავისი პროვოკაციებით. ამის შესახებ განაცხადა მემარჯვენე ფრთის „ეროვნული გაერთიანების“ საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა. მან გააკრიტიკა კრემლი მას შემდეგ, რაც პუტინმა რუსეთში მოქმედი ევროპული კომპანიების, კერძოდ, „ნესტლესა“ და „ოშანის“ აქტივების ჩამორთმევის ბრძანება გასცა. ლე პენმა დაგმო მოსკოვის ქმედებები და განაცხადა, რომ რუსეთმა არ უნდა „იმედოვნოს, რომ მას შეუძლია პირდაპირ ან ირიბად განსაზღვროს საფრანგეთის პოლიტიკა დაშინების, მუქარის, დესტაბილიზაციის ან ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით“. გარდა ამისა, მან პუტინის ახალ გადაწყვეტილებას „მტრული აქტი“ უწოდა, რომელიც პირდაპირ ძირს უთხრის ფრანგული კომპანიების ინტერესებსა და უფლებებს“. ლე პენის განცხადება ასევე გაკეთდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა მთავრობას დაავალა, მოემზადებინა გეგმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის რუსული ჰიბრიდული თავდასხმებისგან დასაცავად. ლე პენმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ამ ნაბიჯს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)