|
2026-09-18 21:05:52, 39959 ნახვა
Lifestyle
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტების“ რეესტრში დაამატა. სააგენტომ გადაწყვეტილება ახსნა მისი მონაწილეობით „უცხოელი აგენტებისგან, ასევე იმ ორგანიზაციებისგან შეტყობინებებისა და მასალების შექმნაში, რომლებიც შედიან იმ უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციების სიაში, რომელთა საქმიანობაც რუსეთის ფედერაციაში საზოგადოებისთვის არასასურველად ითვლება“. ანდრეი ზვიაგინცევი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ჯილდოს მფლობელი რუსი კინორეჟისორია. მისმა სადებიუტო ფილმმა „დაბრუნება“ 2003 წელს ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი, ოქროს ლომი მოიპოვა. მისმა 2014 წლის ფილმმა „ლევიათანმა“ კანის კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარის ჯილდო, ოქროს გლობუსი და ოსკარის ნომინაცია მოიპოვა. მისი 2017 წლის ფილმი „უსიყვარულო“ ასევე იყო ნომინირებული ოსკარზე და კანის კინოფესტივალზე ჟიურის პრიზი მოიპოვა. 2026 წლის მაისში ზვიაგინცევის ახალმა ფილმმა „მინოტავრი“ კანის 79-ე კინოფესტივალის გრან-პრი მოიპოვა და საფრანგეთის მიერ წარდგენილი იყო ოსკარზე. დაჯილდოების ცერემონიაზე ზვიაგინცევმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა. „მთელი მსოფლიო მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობს: შეწყდეს უთვალავი მკვლელობა შეხების ხაზის ორივე მხარეს. და ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ამ ხოცვა-ჟლეტის შეჩერება, თქვენ ხართ, ბატონო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტო. საბოლოოდ, დაასრულეთ ეს ხოცვა-ჟლეტა“, - განაცხადა რეჟისორმა.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



