|
2026-09-16 17:08:51, 1066 ნახვა
პოლიტიკა
ლაიენის ინიციატივაა, შეიქმნას ევროპული უსაფრთხოების საბჭო, გაერთიანდებიან პარტნიორები
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს ევროპარლამენტში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური მიმართვით წარდგა და მომავალი წლის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოსვლაში თქვა, რომ ევროკომისია წარმოადგენს ხედვას, თუ როგორ უნდა იქცეს "ევროპული უსაფრთხოების საბჭოს" შექმნა რეალობად. მისივე თქმით, საბჭო ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად პარტნიორ სახელმწიფოებს გააერთიანებს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ნორვეგია და კანადა. ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე გამოვიდა ინიციატივით, ევროკავშირის დონეზე შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რომელიც NATO-ს მე-4 მუხლის მსგავსად, უსაფრთხოების კრიზისის შემთხვევაში წევრი ქვეყნების სწრაფ კონსულტაციასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს. ამასთან, დღევანდელ გამოსვლაში ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროკავშირი კანადასთან "ასოცირებული წევრობის" საკითხზე იმუშავებს. მისი თქმით, ევროკავშირს სურს, კანადასთან ურთიერთობები უმაღლეს დონეზე ავიდეს. უკრაინის კონტექსტში ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ დაადსტურა კიევის მხარდაჭერა და თქვა, რომ უკრაინის ჰუმანიტარული და თავდაცვითი დახმარება გაგრძელდება.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)