15:52 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-15 18:21:16, 2968 ნახვა

სამართალი
მოზარდი, რომელსაც მკვლელობისთვის წარდგენილი ბრალი შეუმსუბუქდა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს

პატიმრობიდან გაათავისუფლეს არასრულწლოვანი, რომელსაც განზრახ მკვლელობისთვის წარდგენილი ბრალი პროკურატურამ შეუმსუბუქა. 

ბრალდების მხარემ არასრულწლოვანს ახალი ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით (მკვლელობა ჩადენილი აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით) წარუდგინა და დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა მოითხოვა. 

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა გირაოს გამოყენების შუამდგომლობა. ბრალდებული არასრულწლოვანი აღკვეთის გარეშე დატოვა და ის დარბაზიდან გაათავისუფლა. 

საქმე ეხება 2026 წლის 5 ივნისს, ქალაქ რუსთავში,  ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩადენილ მკვლელობას, რა დროსაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლა.

სამართალდამცავებმა  არასრულწლოვანი  იმავე დღეს დააკავეს და  მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა) წარედგინა,რაც სასჯელის სახედ და ზომად  10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics