16:16 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-14 13:45:58, 1181 ნახვა

ეკონომიკა
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისიში, ინოვაციური სიახლეები მუდმივად ინერგება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბიზნეს ინტერნეტბანკში ინტეგრაციის სერვისის განახლება.

თიბისის მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ბიზნეს ინტერნეტბანკში, რამდენიმე წუთში, სრულიად ციფრულად გააქტიურონ ინტეგრაციის სერვისი და საკუთარი ანგარიშები ბუღალტრული პროგრამებიდან უფრო მარტივად და ეფექტურად მართონ. ამასთანავე, მომხმარებლები, 6 თვის განმავლობაში, სრულიად უფასოდ ისარგებლებენ აღნიშნული სერვისით, თუ მას 2026 წლის ბოლომდე გააქტიურებენ ან განაახლებენ.

თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში, ინტეგრაცია შესაძლებელია, როგორც საერთაშორისო საბუღალტრო (Balance.ge, FINA და ა.შ) ისე - კომპანიის კუთვნილ, ინდივიდუალურ პროგრამებზე. ასევე, მომხმარებლებს, უკვე ონლაინ, ფილიალში მისვლის გარეშე, შეუძლიათ პროგრამაში ცვლილებების დამატება, მონაცემების რედაქტირება, კორექტირება, წაშლა და სხვა ქმედებების განხორციელება.

სიახლე კომპანიისთვის ფინანსების მართვის პროცესს ბევრად უფრო ეფექტურს გახდის და მნიშვნელოვნად დაზოგავს თანამშრომლების დროს.

ბიზნესის ინტერნეტბანკში ინტეგრაციის სერვისით შესაძლებელია:

  • ამონაწერის ინტეგრაცია;
  • ნაშთების შემოწმება;
  • გადარიცხვები საკუთარ და სხვის ანგარიშებზე;
  • საბიუჯეტო გადახდები;
  • ჯგუფური და სავალუტო გადარიცხვები.

 

„ჩვენი მისიაა ადამიანების და ბიზნესების ცხოვრების გამარტივება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ყველა ის პროდუქტი თუ სერვისი, რომელსაც თიბისიში ვნერგავთ. განახლებული ინტეგრაციის სერვისი ავტომატურად ახდენს ბიზნეს ინტერნეტბანკისა და საბუღალტრო პროგრამის სინქრონიზაციას და თანამშრომლებს მნიშვნელოვნად უზოგავს დროს. ამასთანავე, პროცესების ავტომატიზაცია ამცირებს ადამიანური და მექანიკური შეცდომების რისკს, რაც ფინანსების მართვას უფრო მარტივს, სწრაფსა და ეფექტურს ხდის”, - გიორგი კინწურაშვილი, თიბისის ეკოსისტემის ინოვაციების ლიდერი.

სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: ინტეგრაციის სერვისი





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics