|
2026-09-14 11:00:47, 1206 ნახვა
პოლიტიკა
გახარიას გუნდი შეკრება-მანიფესტაციების შესახებ გამკაცრებული ნორმების გაუქმებას ითხოვს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს, 14 სექტემბერს, ფრაქცია „საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით 2024 წლამდე მოქმედი წესების აღდგენას ითვალისწინებს. ფრაქციის შეფასებით, დღეს მოქმედი ნორმები არაპროპორციულად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციურ უფლებას და სამართალდამცავ უწყებებს ზედმეტად ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს. კანონპროექტის მიხედვით, შეკრებებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ფუნქციები შსს-დან კვლავ მერიას გადაეცემა. ტროტუარზე შეკრებისას წინასწარი გაფრთხილება საჭირო აღარ იქნება, თუ აქცია ტრანსპორტის მოძრაობას არ აფერხებს. ასევე უქმდება შსს-ს უფლება, სავალდებულოდ განსაზღვროს აქციის ალტერნატიული ადგილი, დრო ან მსვლელობის მარშრუტი - უწყებას მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეეძლება. ინიციატივა აუქმებს შეკრებაზე სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ნივთების ფლობის ზოგად აკრძალვასაც. პროექტის ავტორების განმარტებით, პასუხისმგებლობა უნდა დადგეს კონკრეტული უკანონო ქმედებისთვის და არა თავად ნივთის ქონისთვის. ამასთან, აქციის მონაწილეებს პროტესტის ფორმის თავად განსაზღვრა შეეძლებათ, კრიტიკული დაწესებულებების გარშემო 20-მეტრიანი ზონის დაცვის პირობით.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)