16:16 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-11 18:34:25, 1816 ნახვა

ეკონომიკა
ბოლო ერთ თვეში საწვავი 20-40 თეთრით გაძვირდა

ბოლო კვირებია, საქართველოში არსებულ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის ფასი იზრდება. „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში“ ფასის მატებას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და ტურისტული სეზონის დასრულებას უკავშირებენ.

 სამი კომპანიის საწვავის ფასები წინა თვის მონაცემები:

„ვისოლი“

  • ეკო სუპერი - გაიზარდა 19 თეთრით;
  • დიზელ ენერჯი - 40 თეთრით;
  • ევრო რეგულარი - 11 თეთრით;
  • ეკო დიზელი - 37 თეთრით;
  • ეკო პრემიუმი - 17 თეთრით;
  • ევრო დიზელი - 39 თეთრით;
  • სუპერი 100 - 20 თეთრით.

„გალფი“

  • G-force - სუპერი - 22 თეთრით;
  • G-force - პრემიუმი - 22 თეთრით;
  • G-force - ევრო რეგულარი - 20 თეთრით;
  • ევრო რეგულარი - 20 თეთრით;
  • G-force - ევრო დიზელი - 32 თეთრით;
  • ევრო დიზელი - 32 თეთრით.

„ლუკოილი“

  • Super Ecto - 16 თეთრით;
  • Premium Avangard-ი - 23 თეთრით;
  • Euro Regular-ი - 18 თეთრით;
  • Euro Diesel-ი - 63 თეთრით.

„მთავარი მიზეზი მაინც ის არის, რომ გადამამუშავებელმა ქვეყნებმა, რომლებიც არიან ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში და ასე შემდეგ საწვავის აუქციონის წესით გაყიდვა დაიწყეს. აუქციონი ფასს ყოველთვის ამატებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილმა.

იმის გამო, რომ საწვავი გამოიყენება ნებისმიერი პროდუქტის ტრანსპორტირებისთვის, მის ფასზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ქვეყანაში ინფლაცია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics