|
2026-09-11 11:34:54, 1674 ნახვა
მსოფლიო
კანადამ სანქციები დააწესა უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში მონაწილე რუსების წინააღმდეგ
კანადის მთავრობამ სანქციების სიას კიდევ რვა რუსი დაამატა რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციასა და იძულებით გადაადგილებაში მონაწილეობის, ასევე მათი ინდოქტრინაციისა და მილიტარიზაციის გამო. ამის შესახებ კანადის მთავრობის ვებსაიტზე გახდა ცნობილი. სანქციების სიაში შედიან რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი ალექსანდრე კურენკოვი; ახალგაზრდობის საქმეთა ფედერალური სააგენტოს (როსმოლოდეჟი) თავმჯდომარე გრიგორი გუროვი; „პირველების მოძრაობის“ საბჭოს თავმჯდომარე არტურ ორლოვი და რეგიონალური ფილიალის საბჭოს ხელმძღვანელი დენის ჩერნობაი. კანადა ასევე სანქციებს აწესებს ბავშვთა უფლებების კომისრის მრჩევლის, ვლადიმერ ხრომოვის და დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნული ცენტრის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ელენა მილსკაიას მიმართ. დოკუმენტში ასევე შედიან ალექსანდრა კულგინა და ვიტალი სუკი. კანადის მთავრობამ აღნიშნა, რომ ეს პირები მონაწილეობდნენ ან არიან უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციაში, მათ ინდოქტრინაციასა და მილიტარიზაციაში. შეგახსენებთ, რომ მაისში გაერთიანებულმა სამეფომ გამოაცხადა სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელი ბავშვების გატაცებისა და სომხეთში მომავალ არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო. 11 მაისს ევროკავშირის საბჭომ სანქციები დააწესა იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინელი ბავშვების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან გატაცებაზე. სანქციები გამოცხადდა ევროკავშირის, უკრაინისა და კანადის თანათავმჯდომარეობით გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე, რომლის მიზანი იყო რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების უკრაინაში დაბრუნების კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა და რუსეთის პასუხისგებაში მიცემა.
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)