|
2026-09-10 20:04:15, 1947 ნახვა
სამართალი
საია: შსს-ს მოვუწოდებთ, თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმე შეწყვიტოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო, აქტივისტ თორნიკე რაზმაძის მიმართ საქმის წარმოების დაწყებას გამოეხმაურა. ორგანიზაცია შსს-ს მოუწოდებს, რომ ამ საქმის წარმოება შეწყვიტოს. "საია მიიჩნევს, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ ფეისბუქ-კომენტარის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ, ამ საქმეზე დაწყებული წარმოება შეწყვიტოს და კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისგან თავი შეიკავოს. შსს-ს მიერ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის საბაბით კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასჯა შემაშფოთებელ პრაქტიკად იქცა, რომელიც საზოგადოების დაშინებას, მწვავე პოლიტიკური გამოხატვის დასჯასა და მსუსხავი ეფექტის შექმნას ისახავს მიზნად. სიახლე არ არის, რომ სახელმწიფო სრულიად უგულებელყოფს გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის დადგენილ სტანდარტებს, მათ შორის, არ ითვალისწინებს გამოხატვის მნიშვნელობას საჯარო დისკუსიაში, არ აფასებს ჩარევის აუცილებლობასა და პროპორციულობას. თორნიკე რაზმაძის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კიდევ ერთი მაგალითია. ამასთან, ეს შემთხვევა განსაკუთრებით ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო სრულიად უგულებელყოფს კომენტარის კონტექსტს და საჯარო დისკუსიაში მის მნიშვნელობას, ამ შემთხვევაში, მსუსხავი ეფექტის შექმნის სამიზნე, მათ შორის, კრემლის ანტიქართული პროპაგანდისადმი კრიტიკული გამოხატვაც ხდება". - წერია საია-ს განცხადებაში. საია ასევე აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით, ვულგარული ფრაზების გამოყენება საკმარისი არაა იმისთვის, რომ განცხადება შეურაცხმყოფელად ან საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევად მიიჩნიონ. "გასათვალისწინებელია, რომ ვულგარულ გამოხატვას შესაძლოა მხოლოდ სტილისტური დატვირთვა ჰქონდეს. ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა დაიცვან სათანადო ბალანსი და უნდა განასხვავონ დაცული პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ინტერესის მქონე გამოხატვა გაუმართლებელი პირადი შეურაცხყოფისგან". - წერს ორგანიზაცია. საქმე ეხება 18 აგვისტოს თორნიკე რაზმაძის მიერ საკუთარ FB-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც მას მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის ვიდეოები აქვს გამოყენებული. ვიდეოში თორნიკე რაზმაძე ამბობს, რომ გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით, კობახიძის მესიჯები სიმონიანის ნათქვამს ემთხვევა. ვიდეოში ერთ-ერთი გადაცემიდან ამოჭრილ მონაკვეთში სიმონიანი ამბობს ფრაზას „на коленях“ - პოსტის კომენტარებში კი თორნიკე რაზმაძე იყენებს სწორედ სიმონიანის მიერ წარმოთქმულ სიტყვას და წერს შემდეგ ფრაზას: "ამათი დედას შევე*ი "ნა კალენიახ". საქმის ოქმის მიხედვით, სწორედ ამ კომენტარის გამო ედავება შსს აქტივისტს.
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)