|
2026-09-10 15:14:07, 1497 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე - ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-სტან, ეს უცნაურია
ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-სტან, ეს უცნაურია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. მთავრობის მეთაურის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები იყვნენ კონცენტრირებულები ევროპის გარშემო არსებული პრობლემის გადაჭრაში, მათ შორის, აშშ-სთან. „ძალიან უცნაურია ასეთი ინიციატივები. ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-სთან, ეს რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. უმჯობესი იქნებოდა, ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები იყვნენ კონცენტრირებულები ევროპის გარშემო არსებული პრობლემის გადაჭრაზე, მათ შორის, აშშ-სთან. სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დალაგებაზე უნდა იყოს მიმართული მათი მთელი ყურადღება, თუმცა, მათი ყურადღება არის გადატანილი პირიქით, კონფლიქტების გაღვივებისკენ და არა კონფლიქტების დარეგულირებისკენ, რაც ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა პრემიერმა.
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
მოდელი პრესლი გერბერი, სუპერმოდელ სინდი კროუფორდის ვაჟი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა - Rolling Stone
სახელმწიფო დუმის არჩევნები: წინასწარი შედეგები და პარტიის ლიდერების პირველადი რეაქციები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)