15:08 - 04 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-04 14:08:58, 240 ნახვა

სამართალი
თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი - პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩანს

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, თუმცა დაცვის მხარე აღნიშნულს არ ეთანხმება.

„პროკურატურა რომ იყოს დარწმუნებული იმაში, რომ თამაზ ელიზბარაშვილს იარაღი ჰქონდა, მას ბრალს წარუდგენდნენ იარაღის უკანონო ტარების გამო. ყველა ვარაუდი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქმეში შვიდი დაზარალებულია. პროკურატურა არის ბრალდების მხარე და გამოაქვეყნა ის კადრები, რომელზეც თავად ჩათვალა, რომ წარდგენილ ბრალდებას გაამყარებდა, თუმცა საზოგადოებამ ნახა, რომ ამ კადრებში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩანს. პროკურატურის კადრები მეც ახლახან ვნახე, სადაც თითქოს თამაზ ელიზბარაშვილი, სავარაუდოდ, იარაღით ემუქრება. იარაღი არსად ჩანს და არცერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ თამაზ ელიზბარაშვილს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი”,- აცხადებს ადვოკატი.

საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. 

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი – ოპოზიციაში მტრები არიან, უნდათ, შუღლი იყოს ხელოვნურად გაღვივებული
Air Tanzania-მ მოსკოვში ფრენები რისკის შეფასების შემდეგ შეაჩერა
ნეპალში, კატასტროფიდან ცხრა დღის შემდეგ, ორი მუშა გადაარჩინეს ჩაკეტილი გვირაბიდან
დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics