|
2026-09-03 13:45:45, 259 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს რუსული პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო ნაწარმის შეძენა გაუძვირდა
საქართველომ პირველ 7 თვეში 67 მილიონ 349 ათასი დოლარის ღირებულების 20 347 ტონა პურ-ფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი შეიძინა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტის ღირებულება 20%-ით გაიზარდა, მოცულობა კი 9.1%-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს პროდუქტის იმპორტი გაძვირდა. საქართველოსთვის პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის ერთ-ერთი მსხვილი მომწოდებელი რუსეთია. სწორედ რუსული პროდუქტის შეძენამ გააძვირა წელს იმპორტი. წელს 7 თვეში, ამ მიმართულებიდან 14.5 მლნ დოლარის ღირებულების 6 132 ტონა პროდუქტი შევიძინეთ, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 6 232 ტონა პურ-ფუნთუშეულში 13 მილიონ 209 ათასი დოლარი გადავიხადეთ. ანუ 2025 წელს ამ დასახელების რუსული პროდუქტის საშუალო ღირებულება ტონაზე 2 119 დოლარი იყო, წელს კი 2 377 დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება სხვა ბაზრებს, საიდანაც საქართველო პურ-ფუნთუშეულსა და საკონდიტრო ნაწარმს ყიდულობს, TOP-10 იმპორტიორი ქვეყნის რეიტინგი ასეთია:
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზედიზედ მეორე თვეა, რუსეთმა უკრაინის ფრონტზე 40 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა
რუსეთმა ოდესაში ზედიზედ მეორე ღამეს საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა, ჩვიდმეტი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)