13:13 - 03 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-03 12:22:24, 237 ნახვა

სამართალი
ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოიკითხება სხვადასხვა პირი, მათ შორის, ღარიბაშვილი - პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, "უტყუარად დადასტურებულია მისი თვითმკვლელობის ფაქტი", თუმცა საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოიკითხება რამდენიმე პირი, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილი, ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი და სხვ. 

"2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ასევე გამოიკითხება ირაკლი ღარიბაშვილი.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნული პირების გამოკითხვის შედეგების შესახებ, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, თუ რაიმე ახალი გარემოებები გახდა ცნობილი, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას". - წერს უწყება. 

ცნობისთვის, 1 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა და კობახიძის კრიტიკოსი ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით პასუხებს მოითხოვა. გარდა ამისა, ღარიბაშვილი წერილში წერს, რომ "საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს…".





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის რეგიონში დრონების თავდასხმების შედეგად ორი საცხოვრებელი კორპუსი და პლასტმასის ქარხანა დაზიანდა
II კვარტალში ბიზნესის ბრუნვა ₾67.5 მილიარდამდე გაიზარდა
აგვისტოში საქართველოში ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა - საქსტატი
რეესტრმა ოპოზიციური პარტია „ჯერ საქართველო“ არ დაარეგისტრირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics