|
2026-09-02 15:38:02, 1037 ნახვა
ეკონომიკა
ლიბერთიმ მოსწავლის „პირველი ბარათი“ წარადგინა
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, მომხმარებლებს ახალ პროდუქტს, მოსწავლის „პირველ ბარათს“ სთავაზობს. ბარათის აღება უკვე შესაძლებელია ლიბერთის ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით. პირველი ბარათი | First Card 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის შექმნილი საბანკო პროდუქტია, რომელიც მათ ყოველდღიური გადახდებითა და სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. მშობლებს კი ლიბერთის განახლებული მობაილ ბანკის საშუალებით ბავშვის ხარჯების მარტივად და უსაფრთხოდ მართვა და კონტროლი შეუძლიათ. „პირველი ბარათის“ შემთხვევაში პირველი არჩევანიც თავად მოსწავლეს ეკუთვნის. ბარათი ოთხ სხვადასხვა ფერშია წარმოდგენილი და სასურველ დიზაინს მოზარდი თავად ირჩევს. "მოსწავლის „პირველი ბარათი“ ლიბერთის უნივერსალიზაციის სტრატეგიის ნაწილია და ამ პროდუქტით ბანკმა საცალო სამომხმარებლო პროდუქტების პორტფელი კიდევ უფრო გააფართოვა, რომელიც დღეს უკვე ყველა ასაკისა და სეგმენტის მომხმარებლის საჭიროებებს მოიცავს. მადლობა მინდა გადავუხადო ლიბერთის გუნდებს, რომლებმაც ამ პროდუქტის შექმნაზე იმუშავეს.” - ნინო ჩადუნელი, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი. პროდუქტის წარდგენა სასკოლო სამზადისის სეზონს ემთხვევა. „პირველი ბარათის“ მომხმარებლებისთვის ლიბერთის ლოიალობის პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი იქნება სპეციალურად მოსწავლეებზე მორგებული შეთავაზებები და გაზრდილი ქეშბექი სხვადასხვა კატეგორიაში. „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „პირველი ბარათი“ მომხმარებლებს სწორედ ახალი სასწავლო წლის დასაწყისში შევთავაზეთ. გვინდოდა, პირველი საბანკო გამოცდილება მოზარდებისთვის ყოფილიყო მარტივი, საინტერესო და მათ საჭიროებებზე მორგებული, მშობლებისთვის კი უსაფრთხო და მოსახერხებელი. „Back to School“ კამპანიის ფარგლებში „პირველი ბარათის“ მომხმარებლებისთვის გაზრდილი ქეშბექის შეთავაზებები მოვამზადეთ, მათ შორის განსაკუთრებული შეთავაზება პირველკლასელებისთვის სკოლის ფორმების შეძენაზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომხმარებლები ქეშბექს შეძენისთანავე, მომენტალურად დაიბრუნებენ. გვჯერა, რომ „პირველი ბარათი“ მოზარდებს ფინანსური დამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში სასარგებლო ფინანსური ჩვევების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. “ - ნინო პირადაშვილი, ლიბერთის საოპერაციო ბიზნესისა და დისტანციური სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მოსწავლის „პირველი ბარათის“ აღება ლიბერთის ფილიალებსა და სერვის ცენტრებშია შესაძლებელი, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე. პროდუქტის დეტალური პირობები და „Back to School“ შეთავაზებები ხელმისაწვდომია ლიბერთის ვებგვერდზე: www.firstcard.ge
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)