|
2026-09-01 15:20:44, 219 ნახვა
სამართალი
პენიტენციური უარყოფს, რომ პატიმართა განთავსების ლიმიტი „ციხეების გადატვირთულობის გადასაფარად“ გაიზარდა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას, ბრძანების საფუძველზე, №15 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა განთავსების ლიმიტი „ციხეების გადატვირთულობის გადასაფარად“ გაიზარდა. სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ №15 პენიტენციურ დაწესებულებაში საცხოვრებელი ფართობის გაანგარიშების დროს დაშვებულ იქნა უზუსტობა, რის შედეგადაც „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს ბრძანებაში 2016 წლის 15 აგვისტოს შეტანილი ცვლილებით, მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი განისაზღვრა არასწორად – 1 388 მსჯავრდებულით, მიუხედავად იმისა, რომ, რეალურად, კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით, ამ დაწესებულებაში შესაძლებელი იყო 216-ით მეტი მსჯავრდებულის განთავსება. „№15 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი უცვლელად აისახა „პენიტენციური დაწესებულებებისა და პენიტენციურ დაწესებულებებში განსათავსებელ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაშვები მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 21 იანვრის №1178 ბრძანებაში, რომლის მიზანი იყო, პენიტენციური კოდექსიდან გამომდინარე, არსებული კანონქვემდებარე აქტების ხელახლა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, შესაბამისი გამოცდილების მქონე კერძო კომპანიასთან კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულების საფუძველზე (ვინაიდან სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო პენიტენციურ დაწესებულებაში) ხელახლა აიზომა №15 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული საცხოვრებელი ფართობი, რის შემდეგაც დადგინდა, რომ შესაძლებელია, კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების სრული დაცვით, №15 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა განთავსების მაქსიმალური ლიმიტი, 1388-ის ნაცვლად, განისაზღვროს 1604 მსჯავრდებულით. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოში ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) პრეზიდენტ ალან მიშელთან შეხვედრისას, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ საკითხი დააყენა ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა არასწორად განთავსების ლიმიტის გასწორებასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხის მოგვარების პირობა კი დღეს უკვე შესრულებულია. შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაცის ემსახურება. სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, დაწესებულებაში არსებულ პირობებთან დაკავშირებით გააზიარონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
ტატა ხვედელიანი – ოცნება აგრესიული უვიცობით ახალგაზრდობას კიდევ უფრო ურთულებს ისედაც მძიმე ყოფას
პენიტენციური უარყოფს, რომ პატიმართა განთავსების ლიმიტი „ციხეების გადატვირთულობის გადასაფარად“ გაიზარდა
ეროვნული ბანკი – მოწყვლადი სეგმენტის მომხმარებლების დაცვა მხოლოდ მაღალრისკიანი ტრანზაქციებისგან ხდება და არ ეხება ჩვეულ გადახდა/გადარიცხვებს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)