|
2026-08-31 12:12:16, 1711 ნახვა
ეკონომიკა
თუ ხარ მოსწავლე, დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის - აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე საუკეთესო დროა, მოსწავლეებმა საკუთარი ინტერესების აღმოჩენა და ახალი შესაძლებლობების ძიება დაიწყონ. ტექნოლოგიები, STEM, საერთაშორისო განათლება, ჭადრაკი თუ პროგრამირება - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინიციატივით ახალგაზრდებისთვის არაერთი საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება, რომლებიც მათ ცოდნის გაღრმავებასა და ახალი უნარების განვითარებაში ეხმარება. თუ ხარ მოსწავლე, მოემზადე 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები. UWC-ის სტიპენდია მოსწავლეებისთვის - ისწავლეთ მსოფლიოს 18 სკოლაში საქართველოს ბანკი გაერთიანებულ მსოფლიო სკოლებთან (UWC) თანამშრომლობის ფარგლებში 15-17 წლის მოსწავლეებისთვის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და შესაძლებლობას აძლევს მათ, მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში, 18 პარტნიორ სკოლაში გააგრძელონ სწავლა. საერთაშორისო განათლების პროგრამაზე მიღება დაიწყო და 30 სექტემბერს დასრულდება. განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ვებგვერდს. STEM განათლების ხელშეწყობა მთელი საქართველოს მასშტაბით საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში შემოდგომის სემესტრზე მიღება დაიწყო და ის 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს. STEM სკოლა VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. სკოლაში გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, სასწავლო პროცესში საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩაერთონ. ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლის საფასურს 100%-ით, ხოლო 30-ს - 50%-ით უფინანსებს. TUMO ქუთაისი - შესაძლებლობა ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისში გახსნილი TUMO-ს ცენტრი 12-18 წლის მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ ტექნოლოგიების და კრეატიული ინდუსტრიების 11 მიმართულებიდან ერთ-ერთზე. მათ შორის, დაეუფლონ პროგრამირებას, რობოტიკას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას და სხვა. პროგრამაზე რეგისტრაცია 30 სექტემბრამდეა შესაძლებელი. დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს. ფოთის საჭადრაკო კლუბი - შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის საქართველოს ბანკი ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის ლეგენდარული საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 10 ნიჭიერ მოსწავლეს, ერთი წლის განმავლობაში, სწავლას სრულად დაუფინანსებს. სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო და 13 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სტიპენდიის მოსაპოვებლად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე. Code IT - პირველი ნაბიჯები პროგრამირებაში პროგრამირებით დაინტერესებული 14-18 წლის მოზარდებისთვის Code IT-ის პროგრამა ხორციელდება, რომელიც ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტექნოპარკში პროგრამირების საფუძვლების შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის მონაწილეები HTML-ს, CSS-სა და JavaScript-ს შეისწავლიან და ტექნოლოგიურ სფეროში პირველ ნაბიჯებს გადადგამენ. ახალ ნაკადზე რეგისტრაცია შემოდგომის სემესტრში დაიწყება. სტიპენდია პროფესიულ აკადემიებში იმ ახალგაზრდებისთვის კი, რომლებსაც ახალი უნარების შეძენა ან კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, საქართველოს ბანკი პროფესიული განათლების სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. პროგრამა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, სრული დაფინანსებით შეისწავლონ ახალი პროფესიები 20+ წამყვან აკადემიაში. რეგისტრაცია ოქტომბრიდან დაიწყება. საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის აღმოსაჩენად ეწვიეთ ვებგვერდს.
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)