|
2026-08-30 17:33:21, 2847 ნახვა
ომი უკრაინაში
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა. „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, 29 აგვისტოს ღამეს ოკუპირებულ დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის პირველი ზედამხედველის, დიმიტრი ნეელოვის მანქანა. წინასწარი ინფორმაციით, მანქანის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩადებული. ნეელოვის მდგომარეობა უცნობია. 2026 წლის გაზაფხულზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ ნეელოვს დაუსწრებლად აცნობეს, რომ იგი ეჭვმიტანილი იყო ომის დანაშაულების ჩადენაში. უკრაინის უსაფრთხოების ძალები ვარაუდობენ, რომ ის მონაწილეობს უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წამებაში, ცემასა და დამცირებაში. 2022 წლის 29 ივლისის ღამეს აფეთქება მოხდა ელენოვკას ციხის კოლონიის ერთ-ერთ ყაზარმაში, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ. 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 100 დაშავდა. შემდეგ რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი დაადანაშაულეს მომხდარში.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)