|
2026-08-30 15:45:06, 1030 ნახვა
სამართალი
ადვოკატის თქმით, დენის კულანინი საქართველოდან გაძევებამდე მიგრაციის დეპარტამენტში დარჩება
ორგანიზაცია უფლებები საქართველოსა და ადვოკატ დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, შეწყალებული დენის კულანინი საქართველოდან გაძევებამდე მიგრაციის დეპარტამენტში დარჩება. კულანინის ადვოკატმა ამის შესახებ ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა. კერძოდ, უფლებები საქართველოს განცხადებით, მოსამართლე ნინო შჩერბაკოვამ დააკმაყოფილა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა და მიზანშეწონილად ჩათვალა დენის კულანინის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება მაქსიმუმ 3 თვის ვადით, მისი გაძევების პროცედურის დასრულებამდე. "შსს თავის შუამდგომლობაში უთითებდა, რომ არსებობდა დენის კულანინის მიმალვისა და გაძევების პროცედურისთვის თავის არიდების საფრთხე" - წერს ორგანიზაცია განცხადებაში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ "სასამართლომ არ გაითვალისწინა დენის კულანინის ადვოკატების შუამდგომლობა, საქმისთვის მტკიცებულებად დართული მესამე ქვეყანაში გასამგზავრებლად ნაყიდი თვითმფრინავის ბილეთები და დენის კულანინის მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების გადაწყვეტილება მიიღო".
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)