|
2026-08-28 11:52:23, 259 ნახვა
სამართალი
აფხაზი ბლოგერი და აქტივისტი დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში აფხაზი ბლოგერის ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილია 30 წლის დაურ ბუავა. პოლიციამ ბუავას ცხედარი ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინა. ინფორმაციას მთავარს მოძრაობა აფხაზეთისთვის დამფუძნებელი, ნუკრი ნოდია უდასტურებს და ამბობს, რომ ცხედარი ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მისივე თქმით, თავდაპირველი დათვალიერებით სხეულს ძალადობის კვალი არ ეტყობა. ცნობილია, რომ ცხედარი ნაქირავებ საცხოვრებელ ბინაში იპოვეს. ბლოგერი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. ტვ პირველის ცნობით, ბოლოს ბუავა მეზობლებმა რამდენიმე დღის წინ ნახეს. გუშინ კი ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს, რადგან კორპუსში გაუსაძლისი სუნი იყო. ადგილობრივების თქმით, კამერების ჩანაწერების მიხედვით, ბუავა 23 აგვისტოს შემდეგ სახლიდან არ გასულა. მეზობლები ვარაუდობენ, აფხაზი ბლოგერი 4 დღის გარდაცვლილია.
დაურ ბუავა 2021 წელს ტყვარჩელიდან თბილისში ჩამოვიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. 2022 წელს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა მას „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბრალი წაუყენა. ბუავას გადაღებული ვიდეოების დიდი ნაწილი ქართულ-აფხაზური მეგობრობის თემაზე იყო და ის აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით არსებობაზე საუბრობდა
ჩერგოლეიშვილი - ვერ დალაგდებიან პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე დასავლეთთან, დიდი ხანია მაგას ითხოვს რეჟიმი
უკრაინულმა დრონებმა წლის დასაწყისიდან მერვედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მიწისძვრა მოხდა
აფხაზი ბლოგერი და აქტივისტი დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)