16:16 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-27 10:52:48, 1082 ნახვა

სამართალი
ავარია ოზურგეთში: 16 წლის გოგონა დაიღუპა, სამი დაშავდა

გურიის მოამბის ცნობით, გუშინ ღამით, ოზურგეთი-შემოქმედის გზაზე, სოფელ წითელმთასთან ახლოს, მძიმე ავარია მოხდა.

ავარიის შედეგად, თბილისელი 16 წლის გოგონა გარდაიცვალა, ხოლო კიდევ სამი ახალგაზრდა დაშავდა.

მედალფას კლინიკის ცნობით, გარდაცვლილი სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს: თავის ქალისა და მენჯის ფუძის მოტეხილობები, ღვიძლის დაზიანება და სხვა დაზიანებები. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამი დაშავებული მოტეხილობებითა და დაზიანებებით მედალფაში რჩება. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თვითმხილველების თქმით, ავტომობილი ჯერ ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ კი ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზოში შევარდა.

გარდაცვლილი სოფელ გომში სტუმრობდა. დაშავებულთაგან ერთი წითელმთას მკვიდრი იყო, დანარჩენი ორი კი გომიდან.

ავარიის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან სატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დარღვევას გულისხმობს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics