|
2026-08-25 17:07:10, 3086 ნახვა
სხვადასხვა
ჩეჩენი ტრანსგენდერი მამაკაცი რომელიც ბათუმში გარდაცვლილი იპოვეს, ძმის განცხადებით ის მოკლეს
აგვისტოს შუა რიცხვებში, 21 წლის ჩეჩენი ტრანსგენდერი მამაკაცი ბათუმში გარდაცვლილი იპოვეს. საქართველოს ხელისუფლება მის გარდაცვალებას თვითმკვლელობისკენ მიყვანის ბრალდებით იძიებს, თუმცა მისი ძმა ვარაუდობს, რომ ის შესაძლოა „ძალადობრივად მოკლეს“ გენდერული იდენტობის გამო. ახალგაზრდა მამაკაცი, დიმიტრი მენიაევი, საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობდა. ის 15 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოს ქალაქ ბათუმის ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. უცნობია, ზუსტად როდის გარდაიცვალა მენიაევი, თუმცა მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მედიაში პირველად 22 აგვისტოს გამოჩნდა. მენიაევი მოსკოვში დაიბადა და საქართველოში გადასვლამდე სანქტ-პეტერბურგშიც ცხოვრობდა. ბოლო წლებში ის ძმის ბინაში, ბათუმში იყო. მენიაევის ცხედარი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც შენობის მაცხოვრებლებმა მამია კომახიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ბინიდან გამომავალი ძლიერი სუნის გამო 911-ში დარეკეს. მენიაევის ოჯახმა მისი გარდაცვალების შესახებ საქართველოს ხელისუფლებისგან ცხედრის პოვნის შემდეგ შეტყობინება მიიღო. მიანიაევის ძმამ, კუზმა იაკიმეცმა, მოითხოვა საქმის გადაკვალიფიცირება და განაცხადა, რომ მისი აზრით, მისი ძმა მოკლეს და რომ მისი გარდაცვალება შესაძლოა მის გენდერულ იდენტობას უკავშირდებოდეს. იაკიმეცმა განაცხადა, რომ ბოლოს ძმას 1 აგვისტოს დაუკავშირდა. თავდაპირველად მას ეგონა, რომ 3 აგვისტო იყო ბოლო დღე, როდესაც მენიაევი ონლაინში ნახეს, თუმცა მოგვიანებით შეიტყო, რომ საერთო ნაცნობს მასთან 4 აგვისტოს ჰქონდა კომუნიკაცია. იაკიმეცმა OC Media-ს განუცხადა, რომ მენიაევს გარდაცვალებამდე შფოთვის ან დეპრესიის ნიშნები არ აღენიშნებოდა. „არ ყოფილა არანაირი პრეტენზია, რთული თემები - ეს იყო მარტივი კომუნიკაცია პრეტენზიების გარეშე, […] პრობლემების რაიმე მინიშნების გარეშე“, - თქვა იაკიმეცმა. იაკიმეცმა აღნიშნა, რომ მიმდინარე გამოძიების გამო დეტალების გამხელა არ შეეძლო, თუმცა ბინა უჩვეულოდ არეული აღწერა. „ყველგან ბევრი ნივთი იყო მიმოფანტული“, - თქვა მან და დასძინა, რომ მისი აზრით, ბინაში სხვა პირის არსებობის მტკიცებულება არსებობდა. იაკიმეცმა განაცხადა, რომ მისი აზრით, სიკვდილი ძალადობრივი იყო, თუმცა აღიარა, რომ გამოძიება ჯერ არ გადაკვალიფიცირდა, როგორც მკვლელობის საქმე, რადგან ხელისუფლება ელოდება სასამართლო ექსპერტის დასკვნას სიკვდილის მიზეზის შესახებ. „მთავარია, რომ სიკვდილი ძალადობრივი იყო“, - განუცხადა მან OC Media-ს. „ეს იყო ძალადობრივი სიკვდილი - არც ბუნებრივი, არც უბედური შემთხვევა და არც თვითმკვლელობა“. მენიაევის ოჯახის წარმომადგენელმა ადვოკატმა, ზვიად მარკოიძემ, განაცხადა, რომ ცხედრის ზედაპირული დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ გამოვლინდა, მაგრამ სიკვდილის მიზეზი ჯერ არ არის დადგენილი. მენიაევის ცხედარს უკვე დაწყებული ჰქონდა დაშლა, როდესაც ის იპოვეს, რამაც, ადვოკატის თქმით, შეიძლება გაართულოს სიკვდილის მიზეზის დადგენა. ექსპერტის დასკვნები ჯერ არ გამოქვეყნებულა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ OC Media-ს განუცხადა, რომ მენიაევის გარდაცვალებას იძიებენ სისხლის სამართლის კოდექსის „თვითმკვლელობისკენ მიყვანის“ მუხლით. ხელისუფლება ხშირად იძიებს სიკვდილს ამ მუხლით გათვალისწინებული მკაფიო ახსნა-განმარტებების გარეშე. იაკიმეცმა განაცხადა, რომ მან გამომძიებლებსა და პროკურორებს საქმის კლასიფიკაციის შეცვლა სთხოვა, თუმცა მათ უთხრეს, რომ სიკვდილის მიზეზის შესახებ დასკვნების გამოტანას სასამართლო ექსპერტიზის დასკვნამდე ვერ შეძლებდნენ. მან აღნიშნა, რომ ამჟამად საქმის ხელმძღვანელ გამომძიებელს კომპეტენტურად მიიჩნევს, თუმცა გამომძიებლის მოტივების შეფასება ან გამოძიების დეტალების გამხელა არ შეუძლია. იაკიმეცმა განაცხადა, რომ მისი ძმა ძირითადად ონლაინ ურთიერთობდა და სიამოვნებდა სამაგიდო თამაშები, Dungeons & Dragons-ისთვის ისტორიების წერა, ასევე 3D დიზაინი და მოდელირება. მან ასევე დაიწყო დამოუკიდებელი ვიდეო თამაშის შემუშავება, თუმცა ის არასდროს დაუსრულებია. მენიაევმა სცადა სამაგიდო თამაშების წამყვანად მუშაობა და ხანდახან დადიოდა ადგილობრივ სამაგიდო თამაშების კლუბებში, დასძინა იაკიმეცმა. „მას აქაურობა მოსწონდა“. „ის აქაურობას თავის სახლად თვლიდა“, - თქვა იაკიმეცმა. „მან რუსეთი დატოვა და აქ ყოფნა მისთვის დიდი სიხარული იყო“. „საქართველოს ქვიარ ინიციატივამ“ მენიაევი ასევე აღწერა, როგორც მშვიდი და ინტელექტუალური ახალგაზრდა, რომელიც ძირითადად მშობლების გარეშე გაიზარდა და უფროსი ძმა ზრდიდა. იაკიმეცმა განაცხადა, რომ მენიაევი ტრანსგენდერი იყო და ჩეჩენი მამის შვილი. მან არ გამორიცხა, რომ მის სიკვდილში ჩეჩნეთიდან ნათესავები იყვნენ ჩართულნი და თქვა, რომ ეს შესაძლოა მენიაევის ტრანსგენდერულ სტატუსს უკავშირდებოდეს. თუმცა, იაკიმეცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას ამ მტკიცების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. „მე არ მინდა მათი ამაში დადანაშაულება, რადგან არანაირი მტკიცებულება არ მაქვს და არ ვაპირებ უბრალოდ ადამიანებს ასეთ სერიოზულ დანაშაულში დადანაშაულებას“, - განუცხადა მან OC Media-ს.
ქრისტიანობის 1700 წლისთავის აღსანიშნავად გაიხსნა სიმპოზიუმი სახელწოდებით „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“
ტრამპის პარტიაში მკაცრად აკრიტიკებენ მის გამონათქვამებს ზელენსკიზე
რუსეთი საქართველოს კვლავ მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ საზღვრების დემარკაციისკენ
რეზო კიკნაძე - ციხემ დედაჩემის და ორი ყველაზე ახლობლის ნომერი დაბლოკა - ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)