|
2026-08-24 18:04:32, 2736 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში – შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში, ბანკი კლუბის 10 მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული დაფინანსება, ერთი წლის განმავლობაში. სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ როგორც კლუბის მოქმედ მოსწავლეებს, ისე ბავშვებს, რომლებსაც ჭადრაკის შესწავლა სურთ. პროგრამაში მონაწილეობა 5 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი, მთავარი კრიტერიუმი კი ინტერესი და მოტივაციაა. სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო და 13 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სტიპენდიის მოსაპოვებლად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე. რეგისტრაციისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სამოტივაციო წერილს, რომელიც ბავშვის ინტერესების, მიზნებისა და მოტივაციის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას იძლევა. საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას გულისხმობს. ფოთის საჭადრაკო კლუბთან პარტნიორობით კი ბანკი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს როგორც მრავალწლიანი საჭადრაკო ტრადიციის გაგრძელებას, ისე ახალი თაობის ჩემპიონებისთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნას. პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)